Home » მთავარი » „სააკაშვილი იმიტომ დასვეს უკრაინაში…ეს ისეთი დიდი ტრაგედიაა, ნეტავ არაფერი ვიცოდე!..“

„სააკაშვილი იმიტომ დასვეს უკრაინაში…ეს ისეთი დიდი ტრაგედიაა, ნეტავ არაფერი ვიცოდე!..“

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი 2018 წლის 1 იანვარს გაუქმდება.

იხ. ლინკი

http://www.gmtv.ge/32545-2/

ამ ინფორმაციას პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ მისი „სამწუხაროდ მისი პროგნოზი გამართლდა“.

-ჩემი პროგნოზი გამართლდა:

ახლა უკრაინაში მიდის ეს პროცესი, უკრაინას ყველაზე საუკეთესო მიწები აქვს, სააკაშვილი იმიტომ დასვეს იქ, რომ მიწების გაყიდვა დაიწყოს. ეს ისეთი დიდი ტრაგედიაა, ნეტავ არაფერი ვიცოდე. გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ზღაპრებს მიყვებიან. მორატორიუმი გამოცხადებული იყო ამ წლის ბოლომდე, ახლა პოროშენკოს პრეზიდენტობის ვადა სწორედ ამ საკითხზეა დამოკიდებული, დაიწყებს მიწების გაყიდვას, იქნება თანამდებობაზე, არ გააუქმებს მორატორიუმს და ჩამოაგდებენ.

საქარველოში რა ხდება? მიწა იყიდება, კონსტიტუციაში არ ჩაიწერა ისე, როგორც საჭირო იყო.  პრაქტიკულად აღარც დარჩა გაუყიდავი მიწა საქართველოში. ვისაც მოქალაქეობა არა აქვს, იყიდის და თავისუფლად შეიძენს. დღეს ილია ჭავჭავაძის აზროვნებაა საჭირო…

სამეგრელოს მიწები ჩინელებზეა გაყიდული, ქუთაისის სავატომობილო ქარხნის ტერიტორიიდან ყველა გამოაპანღურეს და ჩინური სოფელი გააშენეს, მათ კი  ხე-ტყის გადამუშავებას მიჰყვეს ხელი.

დაფიქრდეს მოსახლეობა, რასთან გვაქვს საქმე, კი ბატონო, თემურ შაშიაშვილი არ მოგწონთ, მაგრამ გაანალიზეთ, რა ხდება. შენ დროს შუქი არ იყოო, მომძახიან, შუქი იმიტომ არ იყო, რომ ჰესები უცხოელებისთვის უნდა მიეყიდათ, აი, ამიტომ აკეთებდნენ ყველაფერს. ახლა, როცა უცხოელების ხელშია მთელი ენერგეტიკა და 18-20 თეთრი ღირს,  შუქი გვაქვს. დაბრმავდნენ ადამიანები, ვერ გაიგეს, შუქი იმიტომ კი არ გვაქვს, რომ ახალი ჰესები გაკეთდა, იმიტომ, რომ გაიყიდა ყველაფერი.  ახლა ჩვენი ჰესების გამომუშავება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე  კომუნისტების დროს იყო, ჰიდრორესურებით ყველაზე იაფი ქვეყანა ვართ და ასეთი ძვირი როგორ შეიძლება ღირდეს? თითი დაუქნიეს, ჩვენი მიწები, ჰესები, ტყეები უნდათ, ჩვენ გვიყენებენ.

დიახ, ეს ისეთი დიდი ტრაგედიაა, ნეტავ არაფერი ვიცოდე!..

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...