Home » ექსკლუზივი » „ვეფხისტყაოსნით“ გაერთიანებული ოთხი თაობა იყალთოში (პირველი რეპორტაჟი)

„ვეფხისტყაოსნით“ გაერთიანებული ოთხი თაობა იყალთოში (პირველი რეპორტაჟი)

დავით დოლიძე

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე კახეთის რეგიონში აღინიშნა

მიმდინარე წელს შოთა რუსთაველის საიუბილეო 850-ე წლისთავი აღინიშნება. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ქალთა საბჭომ მთელი რიგი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ჩაატარა. 11 ნოემბერს, ორგანიზაცია იყალთოსა და თელავს ესტუმრა.

იყალთოს უძველეს საგანმანათლებლო აკადემიაში გაიმართა ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრის თეკლა მელაძის ნახატების გამოფენა, რომელიც მთლიანად „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე იყო შექმნილი. აღნიშნულმა ექსპოზიციამ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

იყალთოდან ღონისძიებებმა თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გადაინაცვლა. სადაც, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა კონცერტი ჩაატარეს.

შედგა თელავზე შექმნილი ახალი სიმღერის პრემიერაც. „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მთქმელმა დათა ბასილიამ კი დამსწრე საზოგადოებას პოემიდან რამდენიმე სტროფი წაუკითხა.

ჩარატდა კონფერენცია, რომელიც სრულად მიეძღვნა შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წელს და ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. ასევე საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ დაწყებულ პროექტის ”ჩვენ ვწერთ ”ვეფხისტყაოსანს” წარდგინებას კახეთის რეგიონში,რომელიც ითვალისწინებს სხვადსხვა ეროვნების წარმომადგენლების მიერ ”ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერის დაწერას სხვადსხვა ენაზე..რომლის მიზანია, სხვადსხვა ეროვნების და სარწმუნოების ხალხთა მსვიდობიან,მეგობრულ თანაცხოვტრების განმტკიცება. აგრეთვე, ყოველწლიურად საქართველოს ქალთა საბჭო იღებს მონაწილეობას თბილისის დღესასწაულის ფარგლებში პროექტში ‘‘მრავალეროვანი თბილისი”, რომელმაც ხელი შეუწყო ეროვნებათა შორის სიახლოვის გამყარებას. ორგანიზაციას მინიჭებული აქვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება.

კონფერენციაში ჩართული იყო კახეთის რეგიონალური ქალთა საბჭო თავისი ეთნიკური უმცირესობების წევრებით. ნამდვილად კარგი სანახავი იყო ამდენი ეროვნების ერთად შეკრებილი ადამიანი, რომლებსაც შოთას უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“ აერთიანებდათ. აქვე აუცილაბლად უნდა ითქვას, რომ საღამოს ალამაზებდა აშუღი აზერბაიჯანიდან- ნარდილა მეიტოვი. მოწვეული იყო ახალგაზრდა ჩეჩენი პოეტი კანეი მარგოშვილი.

ქალთა საბჭოს ორგანიზებით, კონფერენციას ესწრებოდნენ ახალგაზრდა პოეტები, მწერლები, რუსთველოლოგები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მოხდა პოემის ზოგიერთი ტაეპის წაკითხვა ჩეჩნურ და ყაზახურ ენებზე. ფილოლოგმა ლევან გელაშვილმა კი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ერთად სპეციალურად „ვეფხისტყაოსანზე“ შექმნილი თამაშები ითამაშა, რომლის შექნის იდეაც სწორედ მას გაუჩნდა.

გამარჯვებული გუნდის წევრები კი სერთიფიკატებით ქალთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მთელი ამ ღონისძიების ორგანიზატორმა და სულისჩამდგმელმა ქეთევან გაბრუაშვილმა დააჯილდოვა.

საკმაოდ მრავალფეროვანი, საინტერესო და ლამაზი დღე დასრულდა. თბილისში რომ ვბრუნდებოდი,ჩემთვის ვფიქრობდი-კარგი იქნება მომავალ თაობას ბევრი ასეთი დღე ვაჩუქოთ, ამ ადამიანებს კი, რომლებიც მართლაც რომ საჭირო და კარგ საქმეს აკეთებენ გვერდით დავუდგეთ. ვფიქრობდი იმასაც, რომ ასეთი შეხვედრები და საღამოები თაობათა შორის კავშრს უწყობს ხელს. დღეს იყალთოში ოთხი თაობის წარმომადგენლები იყვნენ ერთად და იგრძნობოდა დიდი სიყვარული და პატივისცემა.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი-იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია

ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე ქონიკული დაავადებების, ხშირი მწვავე რესპირატორული ან ბაქტერიული ინფექციების (3-4ჯერ წელიწადში) დროს ...