Home » მთავარი » დიდი ცვლილებები სამთავრობო კაბინეტში (ვიდეო)

დიდი ცვლილებები სამთავრობო კაბინეტში (ვიდეო)

6 მინისტრი მიდის, სამინისტროების ნაწილი კი უქმდება. სამთავრობო კაბინეტში დიდი ცვლილებები იგეგმება. თანამდებობას ტოვებენ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი.

სტრუქტურული ცვლილები ეხება 5 სამინისტროს: გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის, ევროინტეგრაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს.

შესაბამისად, გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა ის მინისტრები არიან, რომელთა უწყებაც არ უქმდება, თუმცა ისინი თანამდებობს მაინც ტოვებენ. ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის სფერო ფართოვდება. უწყებას ენერგეტიკის სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილი უერთდება. ამ ეკონომიკურ ბლოკს, ჯერ მოქმედი ფინანსთა მინსიტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება. ფინანსთა მინისტრის სავარძელს ან რკინიგზის“ ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძე, ან ქუმსიშვილის მოქმედი მოადგილე, გიორგი თაბუაშვილი ჩაიბარებს. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს გიორგი გახარიას, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ.

სავარაუდოდ, ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი. ის ახალ საგამოძიებო სტრუქტურას უხელმძღვანელებს, რომელიც სამართალდამცველების ქმედებებს შეისწავლის.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, არსებული ინფორმაციით, ის იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, რომელსაც კვლავ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება. არსებული ცნობით, იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაც, რომლის ხელმძღვანელიც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

და კიდევ ერთ ინფორმაცია, შესაძლოა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დილიდან იმართება სამუშაო შეხვედრები მთავრობის კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისში. ადგილზე პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები არიან.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები. ეს ინფორმაცია ვიცეპრემიერმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემაც დაადასტურა.

imedinews-ის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 13 ნოემბერს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...