Home » მთავარი » ცესკოს მონაცემები 20:00 საათისთვის

ცესკოს მონაცემები 20:00 საათისთვის

ცესკოს 20:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, მონაწილეობა 109 119 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 33.24%-ია.

რაც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის მონაცემებს. ყაზბეგში მთელი დღის განმავლობაში ხმა 2813 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა 52.95%-ია.

ხაშურში ხმა 16973 ამომრჩეველმა მისცა, რაც ხაშურში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 34.66%-ია.

ბორჯომში ხმა 14030 ამომრჩეველმა მისცა, რაც ბორჯომში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52.89%-ია.

ქუთაისში ხმა 27427 ამომრჩეველმა მისცა, რაც ქუთაისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 17.98%-ია.

ოზურგეთში ხმა 35309 ამომრჩეველა მისცა, რაც ოზურგეთში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 56.7%-ია.

მარტვილში ხმა 12567 ამომრჩეველმა მისცა, რაც მარტვილში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 38.49%-ია.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობრივად ეს შეადგენს 1 569 992 მოქალაქეს. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.4% იყო.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...