Home » ეს საინტერესოა » რატომ აცვიათ ექიმებს თეთრი ხალათები?

რატომ აცვიათ ექიმებს თეთრი ხალათები?

შეიძლება არც არავის გასჩენია კითხვა, რატომ აცვიათ ექიმებს თეთრი ხალათები? შეიძლება დაინტერესებულხართ, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიგიღიათ. აი, თურმე რაშია საქმე…

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ექიმები მხოლოდ რეზინის ხელთათმანებს და წინსაფრებს ხმარობდნენ. პირველი, ვინც თეთრი ხალათი ჩაიცვა ინგლისელი ექიმი ჯოზეფ ლისტერი იყო. მან არა მარტო ჩაიცვა თეთრი ხალათი, არამედ შექმნა მთელი თეორია ექიმისთვის სპეციფიკური ტანსაცმლის შექმნის აუცილებლობაზე.

გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო საუკუნის ეპიდემია  და მაშინ თეთრი ხალათი კარგი ანტისეპტიკური საშუალება აღმოჩნდა. ამის შემდეგ ექიმებმა თეთრი ხალათები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩაიცვეს.

გარდა ამისა თეთრი ხალათი გახდა ქირურგის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი-მიაჩნდათ, რომ თუ ოპერაციის შემდეგ ქირურგის ხალათზე სისხლი იყო ცოტა, ის პროფესიონალი იყო და მას ყოველთვის ბევრი პაციენტი ჰყავდა.

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში ექიმების ჯგუფმა უარი განაცხადა თეთრი ხალათის ტარებაზე და მათ სხვა ფერის ტანსაცმელი აირჩიეს, მაგრამ როგორც დაკვირვებამ აჩვენა და სოციოლოგებმა განაცხადეს, ამ ექიმებთან მიღებაზე პაციენტები აღარ ეწერებოდნენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ არათეთრხალათიანი ექიმების არ სჯეროდათ და მეტიც, ეშინოდათ პაციენტებს.

და მაინც, რატომ თეთრი ფერი? არსებობს ასეთი მეცნიერება-კოლორიმეტრია, რომელიც განიხილავს და შეისწავლის ფერებს. მეცნიერება ამტკიცებს, რომ თეტრი ფერი ხსნის დაძაბულობას, ადამიანს ხდის უფრო დაკვირვებულს, მობილიზებულს და ხელს უწყობს აზროვნებას. მეორე მხარეა ის, რომ თეთრი ფერი ასოცირდება სისუფთავესთან და ნდობასთან. ალბათ ამიტომაც სკოლის მოსწავლეების პერანგები თეთრი ფერისაა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათ აზროვნებას.

და კიდევ-ექიმი თეთრ ხალათში ადვილად შედის კონტაქტში პაციენტებთან და მოიპოვებს მათ ნდობას, რადგან თეთრი ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს.

გასულ წელს ქმერიკელმა მეცნიერებმა განაცადეს, რომ თეთრი ფერი ხელს უწყობს კონცენტრირებას და თეთრ ფორმაში ჩაცმული ექიმი უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებს. გამოდის თეთრი ფერი ადამიანის გადარჩენის ერთ-ერთი ფაქტორია.

Facebook Comments
x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...