Home » მთავარი » კახა კალაძე საზოგადოებას საკუთარ გუნდს 15:00 საათზე წარუდგენს

კახა კალაძე საზოგადოებას საკუთარ გუნდს 15:00 საათზე წარუდგენს

კახა კალაძე მერიაში თანამშრომლებს ხვდება. ახალ მერს თბილისის მერიაში დავით ნარმანია დახვდა.

თბილისის მერმა დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის იყოს დედაქალაქის არჩეული მერი, დიდი პასუხისმგებლობაა.

კახა კალაძის განცხადებით, ის საზოგადოებას საკუთარ გუნდს, მოადგილეებს და სამსახურების ხელმძღვანელებს დღეს 15:00 საათზე წარუდგენს.

„მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გაცნობიერებული თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენი არის გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. შესაბამისად, გუნდთან ერთად, ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...