You are here
“ცვლილება ორიენტირებული უნდა იყოს პრობლემების მოსპობაზე და არა შედეგების შელამაზებაზე” მთავარი საზოგადოება 

“ცვლილება ორიენტირებული უნდა იყოს პრობლემების მოსპობაზე და არა შედეგების შელამაზებაზე”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია

დაანონსებული სახელისუფლებო ცვლილებები როგორც წესი იმედებთანაა დაკავშირებული. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს არაფორმალურ, ძალადობრივ მმართველობასთან, სადაც ძალაუფლების წყაროს ფუნქცია მთლიანად დაკარგული აქვს ხალხს და ბოლო დროინდელი პროცესები, მათ შორის არჩევნებიც მიუთითებენ დიქტატურის დამკვიდრების გარდაუვალ საშიშროებაზე, განსაკუთრებული ყურადღებითაა გასაანალიზებელი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის პესპექტივები.

მთავარი ფაქტი, რომელიც ართულებს საიმედო, ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთებას არის ის ძალიან კონკრეტული მოცემულობა, როდესაც საქმე გვაქვს სისტემურ კრიზისთან, სადაც ძირითადი აქცენტები გადატანილია პოლიტიკურ სიბრტყვეში და არაეფექტური სახელმწიფო მენეჯმენტი, გაბატონებული კორუფცია და ნეპოტიზმი, მოქალაქეთა უკიდურესად დამძიმებული სოციალური მდგომარეობა და მრავალი სხვა ეგზისტენციალური პრობლემა მხოლოდ შედეგებია. შესაბამისად ყველა დადებითი ცვლილება, რომელმაც შეიძლება ფუნდამენტურად გააუმჯობესოს ვითარება ცალსახად ორიენტირებული უნდა იყოს პრობლემების სათავეზე, ბოროტების წყაროს მოსპობაზე და არა შედეგების შელამაზებაზე.

თუ წინა პლანზე წამოწეულ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სახეებს სურთ მოცემულობის ფუნდამენტურად გაუმჯობესება და ქვეყნის განვითარების გზაზე დაბრუნება, მაშინ მათ პირველ რიგში უნდა მოსპონ თავისი შემქმნელი და მიზანმიმართულად დაუპირისპირდნენ ბიძინა ივანიშვილს, როგორც რეჟიმის წყაროს. ანუ, პირველ რიგში მოსპონ ხელისუფლების უზურპატორად ჩამოყალიბებული პიროვნების მართვის ინსტრუმენტები, გამოაცალონ მას ძალაუფლება და ხალხს დაუბრუნონ ხელისუფლების წყაროს ფუნქცია. ანუ, დააბრუნონ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე, სადაც ქვეყანა იმართება სახელმწიფო ინსტიტუციებით და არა ოლიგარქიული კლანის მიერ. პირველ რიგში მათ უნდა დაანგრიონ გაბატონებული სისტემა, გარემო რომელიც დგას კლანურ გავლენებზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე.

Comments

comments

Related posts