You are here
დღეს საკრებულოს მეექვსე მოწვევის სხდომა გაიმართება მთავარი პოლიტიკა 

დღეს საკრებულოს მეექვსე მოწვევის სხდომა გაიმართება

დღეს, 11:00 საათზე საკრებულოს მეექვსე მოწვევის სხდომა გაიმართება. მას შემდეგ რაც, ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს დაამტკიცებენ, ამის შემდეგ კი კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ და ფრაქციებს დააკომპლექტებენ.

ახალი მოწვევის საკრებულოს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა მოუწევს, რომელიც საკრებულოში 15 ნოემბერს უნდა შევიდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა; საკრებულოს პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ბექა დავითულიანი, ხოლო მოადგილეების – ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

რაც შეეხება კომისიებს, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვით, აღნიშნული მიმართულებით, საკრებულოში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება.

მეექვსე მოწვევის საკრებულოში 50 წევრიდან 40 ქართულ ოცნებას, 5 წევრი ნაციონალებს, 3 ევროპულ საქართველოს, 2 კი პატრიოტთა ალიანს ეყოლება.

Comments

comments

Related posts