დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა გაიმართება, რომელზეც ფრაქციებისა და კომისიების ფორმირება და შემადგენლობა დაზუსტდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოში „ნაციონალური მოძრააობა“ და „ევროპული საქართველო“ თითო-თითო ფრაქციას ქმნიან, „პატრიოტთა ალიანსი“ უფრაქციოდ რჩება, „ქართულ ოცნებას“ კი ჯერ არ გაურკვევია ეს საკითხი.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. საკრებულოს გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს.
იხ.
Facebook Comments