You are here
20/30: მხარს ვუჭერთ პრემიერის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებათა პაკეტს მთავარი პოლიტიკა 

20/30: მხარს ვუჭერთ პრემიერის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებათა პაკეტს

„საზოგადოება 20/30“: მხარს ვუჭერთ პრემიერის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებათა პაკეტს

13 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების პროექტი წარადგინა. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, სამინისტროთა რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. საუბარია ოპტიმიზაციის პროცესზე საჯარო სექტორში, რაც გულისხმობს, სამინისტროთა ნაწილის გაერთიანებას და არა, მათ სრულ გაუქმებას.

მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს. ვფიქრობთ, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ბიუროკრატიის შემცირების გზაზე. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, გაიზრდება საქართველოს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა. ყოველივე ეს, იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ფინანსური ხარჯების შემცირება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს პრემიერის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს. გვჯერა, ცვლილებები ხელს შეუწყობს პროგრესს, მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

Comments

comments

Related posts