Home » თქვენი სათქმელი » ყველაზე დიდი ჯილდო პედაგოგისთვის – ჩვენ ასეთი მასწავლებლები გვჭირდება!

ყველაზე დიდი ჯილდო პედაგოგისთვის – ჩვენ ასეთი მასწავლებლები გვჭირდება!

არჩილ გამზარდიას სტატუსი რომ ვნახე, ჩემი პირველი მასწავლებელი გამახსენდა, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრების მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება…დღეს სამწუხაროდ იშვიათად გაიგებ ისეთ სიტყვებს პედაგოგზე, რაც არჩილის სტატუსში წავიკითხე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი მკითხველისთვისაც გაგვეცნო პედაგოგი, რომელმაც სულ რამდენიმე თვეში ყველაზე დიდი ჯილდო-მოსწავლეების სიყვარული და მშობლების პატივისცემა დაიმსახურა. ვფიქრიბ, სწორედ ასეთი მასწავლებლები და ასეთი დადებითი პედაგოგიკა გვჭირდება.

გაიცანით – მზია ქრისტესიაშვილი – 149-ე საჯარო სკოლის პედაგოგი.

არჩილ გამზარდია

მინდა იცნობდეთ ჩემი ვაჟის სკოლის მასწავლებელს – მზია მასწავლებელს. კონსტანტინე ორიოდე თვეა სკოლაში შევიდა, პირველ კლასში, მგონი ყველამ იცით ეს ამბავი და გახსოვთ, რომ ვწერდი, ძალიან მეშინოდა, როგორ მოეწონებოდა სკოლა კონსტანტინეს, თუ შეიყვარებდა სწავლას, სკოლა მისთვის სიხარულითა და სიამოვნებით ასოცირდებოდა თუ პირიქით…

ჰოდა… ის, რომ კონსტანტინე სკოლიდან მოდის მშვიდი, ჰარმონიული, პოზიტიური, მოსწონს სწავლა, აქვს მოტივაცია, ყოჩაღობს, პატივს სცემს და უყვარს მასწავლებელი, კლასელები, სწავლის პროცესი, ეს სულ მზია მასწავლებლის დამსახურებაა.

პოზიტიური პედაგოგიკა – ეს მზია მასწავლებლის მეთოდია და მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი ცხოვრობს თავისი მოსწავლეებით მხოლოდ სკოლაში კი არა, სკოლის მიღმაც, მთელი დღეც და ნამდვილად მიხარია, რომ ასეთი პირველი მასწავლებელი შეხვდა ჩემს ვაჟს.

ამიტომ მინდა ყველას წარმოგიდგინოთ ჩემთვის უკვე სანიმუშო მზია მასწავლებელი, რომელიც ბევრი მასწავლებლისათვის სანიმუშოა და ვფიქრობ, იმედები არ გამიცრუვდება.

მზია მასწავლებელო, წარმატებები, ენერგია და დადებითი განწყობის მუდმივი მოტივაცია მისურვებია თქვენთვის.

იმედი მაქვს, ჩვენი მადლიერება კიდევ და კიდევ გაიზრდება თქვენს მიმართ და ამის ყველაზე მთავარი ინდიკატორი კი ჩვენი შვილების მოტივაცია და სწავლის უნარია.

Mzia Kristesiashvili – დავაფასოთ ჩვენი შვილების მასწავლებლები, რომლებიც ხშირად მშობელზე მეტ ამაგსაც კი ქმნიან ჩვენი შვილების მიმართ. რა კარგი იქნებოდა, რომ მეც კარგი მოგონებები მქონოდა დაწყებით კლასებიდან მასწავლებლის მიმართ, მაგრამ მთავარია, ეს მოგონებები ჩემს შვილებს ჰქონდეთ”.

პირადად ჩემთვის მართლა დიდი ბედნიერებაა ასეთი პოზიტიური მასალის გავრცელება და მინდა ბევრი ბევრი დადებითი ხდებოდეს ჩვენი შვილების ცხოვრებაში.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...