You are here
…ეს არის მცურავი კურსი – ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებას ეხმიანება ეკონომიკა მთავარი 

…ეს არის მცურავი კურსი – ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებას ეხმიანება

ეროვნულმა ბანკის მიერ გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად 1$ ოფიციალური ღირებულება 2.7039 ლარია.

ლარის გაუფასურებას პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა.

“ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი…

…ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. რასაც ვუყურებთ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში” -განაცხადა ქუმსიშვილმა.

Comments

comments

Related posts