Home » ექსკლუზივი » სიახლე! თბილისში მაჩაბელას მოყვარულთა თეატრი გაიხსნა! იჩქარეთ-მიღება დაიწყო!

სიახლე! თბილისში მაჩაბელას მოყვარულთა თეატრი გაიხსნა! იჩქარეთ-მიღება დაიწყო!

თბილისში მოყვარულთა თეატრი დღემდე არ არსებობდა, დღეს კი ათონელზე მამუკა ლომაშვილმა მოყვარულ მსახიობთა თეატრი ოფიციალურად დააარსა და პირველი „მსახიობებიც“ მიიღო. ზოგი მათგანი სტუდენტია, ზოგიც სკოლის მოსწავლე-მათ თეატრის სიყვარული აერთიანებთ.

 

დღეს პირველი დღე იყო, მოყვარულ მსახიობთა თეატრი ისევ ელის „მსახიობებს“.

მამუკა ლომაშვილი ყველას, ვისაც ოდესმე მსახიობობაზე უოცნებია, ან უბრალოდ უნდა მთელი დღის დაღლილმა სულიერი განტვირთვა მიიღოს, აძლევს საშუალებას ჩაეწერონ მოყვარულთა თეატრში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არც ასაკს, არც ეროვნებას, არც სოციალურ სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს.

თეატრის კარი ღიაა ყველასთვის, ასე რომ იჩქარეთ-მიღება დაიწყო!

მსურველებს შეუძლიათ ათონელის თეატრში გასაუბრებაზე მისვლა და ყველა კითხვაზე პასუხის მიღება.

ჯგუფებთან იმუშავებს ლეგენდარული მსახიობი ნინო ხომასურიძე.

პლასტიკა, მეტყველება, თავისუფალი აზროვნება და ხედვა-ეს ის არის, რასაც მსახიობის ოსტატობასთან ერტად გაივლიან მსმენელები.

მოყვარულთა თეატრს საზღვარგარეთ დიდი რეზონანსი და მხარდაჭერა აქვს. ბევრი პოლიტიკოსი, ექიმი, მასწავლებელი თუ მუშა სამსახურის შემდეგ დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით ეშურება დასში და მთელი დღის დაღლილი სწორედ იქ, მოყვარულთა თეატრში ხედავს სულიერ შვებას. სხვათაშორის არაერთ ცნობილ მსახიობს სწორედ მოყვარულთა თეატრის სცენიდან აუდგამს ფეხი დიდი სცენისა თუ კინოსკენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

უკვე მე-5 დღეა, რაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებენ. დღეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ...