Home » თქვენი სათქმელი » „ერთად მოვესიყვარულოთ და მოვეფეროთ საზღვრისპირა სოფელ მერეთელ პატარებს…“

„ერთად მოვესიყვარულოთ და მოვეფეროთ საზღვრისპირა სოფელ მერეთელ პატარებს…“

დარინა ლომინაძე

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის ხელმძღვანელობამ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ აქციას „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ და ვესტუმროთ საზღვრისპირა სოფლის, მერეთის საბავშვო ბაღს. მოვინახულოთ, მოვესიყვარულოთ და მოვეფეროთ ამ პატარებს, რომლებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან და ყოველდღე შიშის ქვეშ იმყოფებიან.

გვინდა ჩვენი ჩასვლით და საჩუქრებით ცოტათი მაინც განვტვირთოთ ეს პატარები და ერთი დღით მაინც დავავიწყოთ ის სტრესი, რომლის ქვეშაც იმყოფებიან.

ჩვენს წამოწყებას შემოუერთდნენ თბილისის 77-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და ბავშვები. მათი ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილი მართლაც რომ სასიამოვნოა და იმედი მაქვს სხვებიც გამოუჩნდებიან მიმბაძველები.

ბავშვებმა მერეთელ პატარებს დიდი სიყვარულით დაუწერეს წერილები და მოკითხვას ამ ფორმით გვატანენ საჩუქრებთან ერთად.

აქციას შემოუერთდნენ სკოლა „მოძღვართან“ არსებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მათი მშობლები და პედაგოგები.

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესო მოგმართავთ ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ ჩაერთოთ აქციაში-შემოგვიერთდეთ და ერთად გავახაროთ პატარები.  

დაგვირეკეთ –  599 513197

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...