Home » მთავარი » “…აუცილებლად დასტაბილურდება ლარი…”

“…აუცილებლად დასტაბილურდება ლარი…”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ “ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ლართან დაკავშირებით სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული”. დეპუტატი იმედოვნებს, რომ “ლარი მალე დასტაბილურდება”.

“რამდენიმე ხნის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, როცა ლარი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, აუცილებლად განახორციელებს ინტერვენციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამისი სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ეს ასე იქნება. აუცილებლად დასტაბილურდება ლარი. საქართველოს ეროვნულო ბანკი თავის ფუნქციას შეასრულებს და მთავრობა – თავისას. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე – ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ...