Home » მთავარი » მერიის და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სოციალური კამპანია

მერიის და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სოციალური კამპანია

დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენციაზე, დედაქალაქის მასშტაბით CO-თი გარდაცვალებისა და ინტოქსიკაციის შესახებ ბოლო სამი წლის სტატისტიკას წარადგენენ და აღნიშნული მიმართულებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ ისაუბრებენ.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...