Home » მთავარი » “თბილისის მთავრობასთან ერთად ყველა გამოწვევას გავართმევთ თავს…”

“თბილისის მთავრობასთან ერთად ყველა გამოწვევას გავართმევთ თავს…”

ქალაქ თბილისის საკრებულოს, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, მზიურში გამართულ, “ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის” სოციალურ კამპანიას დაესწრო.

კამპანია „დაზოგე წყალი,გაუფრთხილდი გარემოს“ არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა,კამპანიის ფარგლებში სკოლებში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებო ტრენინგი ტარდება.

-რას ისახავს მიზნად ეს კამპანია და რამდენად მნიშვნელოვანია?

– აღნიშნული კამპანიის მიზანი ცნობიერების ამაღლება, წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა. “მნიშვნელოვანი და მისასალმებელი კამპანია დაიწყო ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, თითოეული ადამიანის ვალია გარემოზე ზრუნვა და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება. ერთად უნდა ვიზრუნოთ გარემოზე.

-ვისარგებლებთ შემთხვევით – ახალი მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაიწყო, მართალია სულ ახალი არჩეულია და ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ამ გადასახედიდან-როგორ შეაფასებთ საკრებულოს შემადგენლობას და როგორ ფიქრობთ-შეძლებს ეს საკრებულო თბილისელების ნდობის და პატივისცემის მოპოვებას?

-კი, ნამდვილად კარგი შემადგენლობითაა საკრებულო წარმოდგენილი.

მუშაობა დაიწყეს კომისიებმა და თბილისის მთავრობასთან ერთად ყველა გამოწვევას გავართმევთ თავს…

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...