Home » მთავარი » დედოფლისწყაროში გამგეობის წინ დილიჩის მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

დედოფლისწყაროში გამგეობის წინ დილიჩის მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

თამილა გურაშვილი

დღეს დედოფლისწყაროს რაიონში,გამგეობის წინ სოფელ ქვემო ქედის, არხილოს და ზემო ქედის მოსახლეობამ აქცია გამართა,სექტემბრის თვიდან ქედების ზონის მოსახლეობა მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს გასხვისებული დილიჩის მიწების დაბრუნებას.

ეს მიწები 2011 წელს გასხვისებულ იქნა კერძო კომპანია “ჯეო აგროზე”,რომლის მფლობელიც, როგორც კულუარულად საუბრობენ არის ყოფილი შსს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი.დღეისთვის ეს მიწები “ჯეო აგროს” ჩადებული აქვს საქართველოს ბანკში.წინა აქციებზე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დეპუტატი , ირაკლი შიოლაშვილი და კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი დაპირდნენ მოსახლეობას საკითხის მოგვარებას საქართველოს ბანკთან, როგორც გახდა ცნობილი საქართველოს ბანკი მზადაა დაუბრუნოს კანონიერ მფლობელებს ანუ გლეხებს ჰექტარი 1700 ლარად, რაზეც პროტესტი გამოთქვა ქედების ზონის მოსახლეობამ.

“გლეხები ფულს ვერ და არ გადაიხდიან მიწებში, რომელიც ორჯერ გვაქვს გამოსყიდული, შევარდნაძის დროიდან ეს მიწები ეკუთვნის გლეხებს, ეს არის ქართველი ხალხის ქონება, ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი მიწების გამოსყიდვას და კომპენსაციას ჰექტარზე 1000 ლარს, რაც დაგვაზარალეს ნაციონალებმა, “ჯეო-აგრომ” და საქართელოს ბანკმა,” -ამბობს ზემო ქედის მკვიდრი, გელა ბექაური.

“არც წყალი, არც გაზი, არც შეშა არც მიწა, რით ვიცხოვროთ? ესე იგი, უნდათ, რომ ავიყაროთ, ისედაც დაცლილია სოფლები, ახალგაზრდას იშვიათად ნახავთ,მხოლოდ ხანშიშესული ხალხიღა ცხოვრობს” -ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციას ესწრებოდნენ ა(ა)იპ კოალიცია “სახალხო ტრიბუნის” წარმომადგენლები, მამისა ჯაფარაშვილი და შალვა მაღრაძე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობაც .

აქციის მონაწილეები რაიონის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილისგან ითხოვდნენ საკითხის ზემდგომში დაყენებას და აზრის გამოთქმას ამ საკითხზე, რაზეც მან უპასუხათ-” ხვნაში პირობა სჯობია მკაში პირობას , მე კი დავსვამ საკითხს გუბერნიაში და მთავრობაშიც, მაგრამ პასუხი ვიცი, რომ იქნება არადამაკმაყოფილებელი.”

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიწებს თუ არ დაუბრუნებენ , ისინი უფრო მწვავე ფორმით გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...