Home » ბლოგი » მსოფლიოს ცხელი ამბები…

მსოფლიოს ცხელი ამბები…

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

ამბები, ამბები, ამბები…

1. პუტინთან ვიზოტით ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანია. უკვე განაცხადა, რომ სანქციების, ცივი ომის და რუსეთის იზოლიაციის წინააღმდეგია.

2. რუსეთმა ბრაზილიური ხორცის იმპორტი აკრძალა, რომელიც შეიცავს
რაქტოპამინს, ოქსიტეტრაციკლინს, ტეტრაციკლინს და პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ბრაზილიაზე მოდის ღორის ხორცის 90% და საქონლის 65%.
ჩვენთან სუფთა ხორცი შემოდის?

3. ანგელა მერკელი დათანხმდა ხელახალ არჩევნებს.
დღეს რეზონანასში ჩემი ინტერვიუ იქნება, რომელიც გუშინ იქნა ჩაწერილი და ეს ინფო არ იყო ცნობილი. თუმცა ხელახალ არჩევნებზე ვამბობ, რომ შედეგები არაპროგნოზირებადი იქნება. შესაძლოა გერმანიის ალტერნატივამ კიდევ უფრო გააუმჯობესოს შედეგი. მერკელმა შწსაძლოა უფრო უარესი შედეგი აჩვენოს, თუ ვერ დაარწმუნა ამომრჩეველი, რომ სტაბილურობისთვის მას უნდა მისცენ ხმა. თუმცა, მიგრაციას და სხვა პრობლემებს სად გააქრობს ამ ორ თვეში?

4. გუგლი RT-ს და სპუტნიკის რეიტინგის დაწევაზე მუშაობს. შესაბამისად, როცა საძიებო ველში საძიებო ფრაზას შეიყვანთ, ამ საიტების შედეგები ამოვარდება არა პირველ, არამედ ბოლო გვერდებზე.

5. აშშ-ს შტატ ტეხასში სასწავლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

6. ამერიკელ ტელეწამყვან ჩარლი როუზს 8 ქალმა უჩივლა. დროა კაცებმაც დაიწყონ ჩივილი.

7. ამერიკელი მეცნიერები პროგნოზირებენ კატასტროფული მიწისძვრების რიცხვის ზრდას.

8. რუსულ მედიაში დიდი აჟიოტაჟია რუსი მოსწავლის ახალი ურენგოიდან ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში უდანაშაულო გერმანელი ჯარისკაცების მასობრივ დახოცვაზე ილაპარაკა და სტალინგრადის ბრძოლას “ეგრედ წოდებული” უწოდა. მიზეზებს განათლების სისტემასა და ერთიან სახელმწიფო გამოცდებში ეძებენ.

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...