Home » მთავარი » 2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი

2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი

თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდის საექსპლუატაციო (მორეცხვის) სამუშაოებს აწარმოებს.

გეგმური სამუშაოების ფარგლებში, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება. სამუშაოები დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დასუფთავების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნენ. ადგილზე ასევე, იმყოფებოდა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.

„სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დასუფთავების სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რომელიც ხიდის განათებასაც უზრუნველყოფს“, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

ტენდერში გამარჯვებული მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „X-ვექტორი“ მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას – LED სანათების, მოაჯირებისა და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციასა და გამოცვლას უზრუნველყოფს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი.

Facebook Comments
x

Check Also

სამართალდამცველები დღევანდელი დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ

სამართალდამცველები დღევანდელი დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ. პარლამენტის შენობასა და ეზოში გამკაცრებულია კონტროლი. აქ შეინიშნება სპეცდანიშნულების ...