Home » მთავარი » სარეკლამო ბილბორდი, სადაც საქართველო აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი-მოქალაქეთა პროტესტი!

სარეკლამო ბილბორდი, სადაც საქართველო აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი-მოქალაქეთა პროტესტი!

მარკეტინგული კომპანია Q-Net-ის სარეკლამო ბილბორდი, სადაც საქართველო აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი, მოქალაქეთა პროტესტის მიზეზი გახდა. წუხელ ყაზბეგის გამზირზე ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია” წევრები შეიკრიბნენ, ფაქტი აქციით გააპროტესტეს და სარეკლამო ბანერის ჩამოხსნა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს ყოველ წუთს უერთდებოდნენ აღშფოთებული მოქალაქეები.

ყაზბეგის გამზირზე გვიან ღამით საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

დავით ქაცარავა:

„ჩვენთვის ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ე.წ. რბილი ძალის გამოყენება, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების პროვოკაციულ განწყობებზე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რაზეც აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება“

ლაშა ბერულავა:

“მოკლედ, ყაზბეგის 32-თან, სადაც Qnet-ის გახმაურებული ბილბორდია, გავიტანეთ ტრანსპარანტი „აფხაზეთი საქართველოა”, გამოვიძახეთ პატრული, შეავსეს ოქმი, დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც გვითხრეს, რომ ხვალ დილის 9 საათიდან ზედამხედველობის სამსახური გაერკვევა სიტუაციაში.
მადლობა იმ მოქალაქეებს, ვინც შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად იყო ორ საათზე მეტხანს”

Facebook Comments
x

Check Also

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას!

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას! თუ გვინდა ადამიანებმა ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესონ, ...