Home » მთავარი » იუვენალური იუსტიცია – უფლებების დაცვის ნიღბით შემოსილი დამახინჯებული კანონი! ხმა ამოიღეთ!

იუვენალური იუსტიცია – უფლებების დაცვის ნიღბით შემოსილი დამახინჯებული კანონი! ხმა ამოიღეთ!

მაია ვარდიაშვილი

მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის იურისტი

კანონი, რომელიც იცავს ჩვენი შვილების უფლებებს, თუ კანონი, რომელიც წარმოშობს განხეთქილებას თაობათა შორის?!

იუვენალური კანონი – უფლებების დაცვის ნიღბით შემოსილი დამახინჯებული ურთიერთობები, განხეთქილება მშობლებისა და შვილებს შორის, ქუჩაში აღმოჩენილი არასრულწლოვანი ბავშვები და კანონით შებორკილი სამართალდამცველი ორგანოები….

მე, იურისტი ვარ და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სააც კანონი არ ქმნის სამართალს, უსამართლობა მეფობს საქართველოში. უსამართლობის თესვის შედეგად ვიმკით უზნეობას, ურწმუნოებას და დეგრადირებული მორალის მქონე თაობებს. მე, ჩემი და თქვენი შვილების თავზე დატრიალებული ქარიშხალი მაწუხებს. ამ სტიქიურ უბედურებას კონკრეტული რაოდენობის მსხვერპლი და დაზარალებული არ გააჩნია,რაგან ის ქართული გენის, ენის, ზნეობისა და თავმოყვარეობის გასანადგურებლადაა აზვითებული.

დროის უმცირეს პერიოდში ორჯერ ჩავხედე არასრულწლოვანი შვილის სახლიდან წასვლით, შიშჩამდგარ დედის თვალებს. პირველ შემთხვევაში, ბებიასთან კამათით გაგულისებული 15 წლის ორმეტრიანი ბიჭი, ღამის 2 საათზე, რიყეზე “ევროპის” ბაღში აღმოვაჩინე. დაცვის თანამშრომელს მიჰკედლებოდა. ღამის სიცივის და უცხო ადამიანთა ურთიერთობების შიშს მასთან საუბარში ნიღბავდა. ჩემს დანახვაზე უსუსურად წაიჩურჩულა, მე სახლში არ წამოვალო და როდესაც ჩემგან ხვეწნა–მუდარის ნაცვლად ცივი პასუხი მიიღო, –ეგ შენი გაასაწყვეტია, მთავარია დედაშენს ვეტყვი, რომ ცოცხალი ხარ–მეთქი, უხმოდ გამოაღო მანქანის კარი. გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია…

იმ ღამეს მან პირველად შეადგა საკუთარ სახლში უხერხულ სირცხვილში ამოსვრილი ნაბიჯი. იმავე ღამეს დავურეკე პოლიციის თანამშრომელს და დიდი პატივით მოვახსენე, რომ ბავშვი ვიპოვეთ და სახლში იმყოფებოდა. რას ვიზამთ, იმ პოლიციის თანამშრომელზე გაბრაზების უფლებაც არ მაქვს, მას კანონი არ აძლევს საშუალებას 7–8 საათის დაკარგული ადამიანი, არასრულწლოვანიც კი, ოფიციალურად დაკარგულა გამოაცხადოს და შესაბამისად ყველა სამძებრო ქმედება გამოცხადების მიღებიან 24 საათში უნდა აწარმოოს.

მეორე შემთხვევა სრულიად შოკისმომგვრელია! ყოველ შემთხვევისთვის ჩემთვის! 16 წლის გოგონამ, დედის საფულედან დაუკითხავად უკანასკნელი დანაზოგის აღების გამო, დამსახურებული ალიყური იუკადრისა და სოციალური ქსელის საშუალებით გაცნობილ 21 წლის ცოლგანაშვებ “მეგობარს” გაჰყვა ერთ–ერთ მაღალმთიან რაიონში სტუმრად. ამ შემთხვევაში პირველივე დღეს დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტი პოლიციის განყოფილებაში. შესაბამისად პოლიციის თანამშრომლებმა პირნათლად დაიცვეს კანონით განსაზღვრული ვადები. ( ვის აინტერესებდა ფსიქიკურად აშლილობამდე მისული დედის ცრემლებში ჩამხრჩვალი კიდევ ერთი ღამე?) ამასობაში ვესაუბრე გოგონას მეგობრებს და გავარკვიე, რომ ის ძალიან გაბრაზებულია დედაზე, რომელსაც მისი არ ესმის. (ამ ასაკში ხომ ისინი სამყაროს წინაშე არიან მართლები და დედა რა გამონაკლისია?! მით უმეტეს, მათ აქვთ უფლებები, რომელსაც სკოლაში ასწავლიან!) მესამე დღეს პოლიციის განყოფილებიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია გოგონას ადგილსამყოოფელის შესახებ. მადლობა უფალს, დედას მეგობრები გვერით ვყავდით და ოთხი ადამიანი, სასწრაფო გავუდექით გზას. გზის მესამედიც არ გვქონდა გავლილი, რომ დაგვირეკეს ზემოაღნიშნული რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა და მოგვახსენა, რომ გოგონა პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, უარს აცხადებდა სახლში დაბრუნებაზე და დედასთან შეხვერაზე და ითხოვა “სოციალურ” მუშაკს. სამი საათი დასჭირდა გზას, სამი საათის განმავლობაში ტკივილისაგან გაქვავებული ადამიანი იჯდა ჩემს გვერდით.

ეს ამბავი იმით დამთავრა, რომ პოლიციის განყოფილებაში, ჩვენი ჩასვლიან 40 წუთში, ის გოგონა მარტოდმარტო მოიყვანეს, გულისხმიერი მასპინძლებისა და მეგობრის გარეშე. ჩვენს დანახვაზე ცრემლებად დაიღვარა და სახლში წამყვანას გვევედრებოა.

თუ ჩვენ ქართველები ვართ, თუ დედაშვილობის მადლი ჩვენში ისევ დუღს, თუ დედებს, მამებს, ბებიებს და ოჯახის წევრებს მხოლოდ მოვალეობები და მათი უფლებების წინაშე შიში შემოგვრჩა მხოლოდ, მაშინ ვინ ვართ?! რანი ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ? ხმა ამოიღეთ, ვინმემ გამეცით პასუხი!

 

Facebook Comments
x

Check Also

“პრემიერო, შეიძლება 20 ივნისს დაგეგმილი „წლისთავის“ ფონზეც შეგწირონ მსხვერპლად…”

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს. „თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსე ...