You are here
‘’მემარცხენე ალიანსი’’ სოლიდარობას უცხადებს ყველა ძალოვან სტრუქტურას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვს მთავარი პოლიტიკა 

‘’მემარცხენე ალიანსი’’ სოლიდარობას უცხადებს ყველა ძალოვან სტრუქტურას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვს

‘’მემარცხენე ალიანსი’’ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ და დღეს თბილისში განვითარებული მოვლებების გამო და აცხადებს რომ ტერორიზმს, რომელიც დიდი ხანია სისხლისგან სცლის მსოფლიოს არც ეროვნება გააჩნია და არც საზღვრები. სამწუხაროდ არც ჩვენი სამშობლოა დაცული ტერორისტებისგან, რაც მომხდარმა მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა.

პარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ძალოვან სტრუქტურას და ყველა სპეცრაზმელს ვინც ჩართული იყო ამ უაღრესად სახიფათო ოპერაციაში, მწუხარებას გამოთქვამს მსხვერპლის გამო, ხოლო დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

პარტია მზადყოფნას გამოთქვამს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს დაზარალებულ მოსახლეობას.

‘’მემარცხენე ალიანსი’’ მოუწოდებს ხელისუფლებას კიდევ უფრო გაამკაცროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის საზღვრების დაცვა და მოახდინოს არალეგალი საეჭვო ემიგრანტების დაუყოვნებელი დეპორტაცია ქვეყნიდან. უსწრაფესად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და მკაცრად დასაჯოს ყველა დამნაშავე პირი.

Comments

comments

Related posts