You are here
“ყველაფერი ეს კავშირშია თბილისში განვითარებულ მოვლენებთან…” მთავარი პოლიტიკა 

“ყველაფერი ეს კავშირშია თბილისში განვითარებულ მოვლენებთან…”

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ექსპერტი აღმოსავლეთის საკითხებში იოსებ ზაალიშვილი აფასებს და ამბობს, რომ რეგიონში შექმნილი რისკების გათვალისწინებით საქართველო არის რისკ-ფაქტორის ქვეყანა.

-გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2008 წლის სამხადრო დაპირისპირების შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ და მისმა ძალოვანმა სტრუქტურებმა შეიმუშავეს ერთგვარი გეგმა დაახლოვებოდნენ ჯიჰადისტებს, რომლებიც იმ არეალში მოქმედებდნენ, ეს იყო დოკაუმაროვის იმარატკავკაზის წარმომადგენლები, მათი ბევრი წარმომადგენელი საქართველოშიც იყო შემოსული, მაგალითად ახმედ ჩატაევი, რათა მომავალი კონფლიქტის დროს რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაშ მათი გამოყენება მომხდარიყო.

როცა ასეთი ნაბიჯები იდგმება იზრდება რისკიც და მას შემდეგაც, რაც ხელისუფლება იცვლება. რატომ? როდესაც დაიწყო „არაბული გაზაფხული“ მებრძოლთა დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს გავლით ხვდებოდა ჯერ თურქეთში და შემდეგ სირიაში. სხვათაშრის რუსეთიც უწყობდა ხელს იმას, რომ რაც შეიძლება ბევრი მებრძოლი გადასულიყო სირიაში და იქ მომკვდარიყო. ყველაფერი ეს კავშირშია თბილისში განვითარებულ მოვლენებთან.

მოგეხსენებათ შედგა სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის, აგრეთვე საუბარი იყო პუტინსა და ისრაელის პრემიერს შორის და საუდის არაბეთის მონარქს შორის. საუბარი შეეხებოდა იმას, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა პრაქტიკულად დასრულდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ამერიკაც და რუსეთიც აღიარებს, რომ ისლამური სახელმწიფო განადგურებულია. ე.ი. მებრძოლთა ნაწილმა დაიწყო გადინება ამ ტერიტორიიდან. ვიცით როგორი არასტაბილური სიტუაციაა ახლა თურქეთში, გვახსოვს ისიც, რამდენი ადამიანი დააკავეს ორიოდე კვირის წინ სტამბულში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო. ეს ნიშნავს, რომ ამ არასტაბილურ გარემოში თავისუფლად შეიძლება მოხდეს მებრძოლების გადაადგილება. რაღა თქმა უნდა ამ მებრძოლებისთვის კომფორტული დროებითი თავშესაფარია ყველა ის ქვეყანა, სადაც მათ შესახებ არაფერი იციან. დადგენა იმისი, რომ ადამიანი წარმოადგენს ჯიჰადისტებს საკმაოდ რთულია. შეიძლება იყოს ვარაუდი, მაგრამ ვერ დაამტკიცო. სწორედ ამიტომ ურთიერთობს დღეს ტერორიზმთან ბრძოლაში მსოფლიო სახელმწიფოები, რადგან ტერორიზმთან ბრძოლა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასავლური ცივილიზაციისთვის და დასავლური ფასეულობების გადასარჩენად.

მე ვფიქრობ, რომ ბევრი მებრძოლი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ძალოვანი სტრუქტურების ხელშეწყობით თავისუფლად გადიოდა საქართველოს ტერიტორიაზე და აპრობირებული აქვთ ეს გზა, ისევ დააპირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და რაც მთავარია-კავშირები არსებობს. გამოსავალი აქ არის ერთი-უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა იმ ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის, რომლებიც დაკავებულია ტერორიზმთან ბრძოლით.

Comments

comments

Related posts