You are here
არა მხოლოდ ქალბატონებისთვის – ქალი და IT სფერო… ბლოგი მთავარი 

არა მხოლოდ ქალბატონებისთვის – ქალი და IT სფერო…

ბლოგი

ერმილე ნემსაძე

მოგესალმებით მეგობრებო.

დღევანდელი პოსტის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ რაც ერთერთ კომპანიაში მომიწია პრობლემის მოსაგვარებლად მისვლა. საქმე საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა ოფისის ქსელის ადმინისტრირება, ყველა კომპიუტერზე შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მრავალ ფუნქციური მოწყობილობების მიერთება… რუტინული საქმის კეთება არც ისე სასიამოვნო საქმეა მით უფრო რომელსაც წლებია აკეთებ ამიტომაც მოწყენილობა ასეთ დროს ისეთივე თანამგზავრია როგორც დედამიწისთვის მთვარე… თუმცაღა კომპანიაში სადაც 100% ით ახალგაზრდა და ლამაზი მანდილოსნები მუშაობენ, დრო იმდენად სწრაფად გადის გენანება კიდეც, რომ საქმე გამოილია და დამშვიდობება გიწევს. რა თქმა უნდა ეს კომპანია IT კომპანია არ იყო, ამიტომაც გენდერული ბალანსი ასე კონტრასტულად იყო კოლექტივში წარმოდგენილი.

საქმის დამთავრების შემდეგ, ლამაზმანებმა ფინჯან ყავაზე მიმიწვიეს, ცოტა არ იყოს და ვნერვიულობდი ამდენ ლამაზმანში ერთი მამაკაცი რომ მოვხვდი. სიტუაციის განსამუხტად ლამაზმანებს იმ გენდერულ დისბალანსზე მიუთითე, რაც ჩემთვის ასეთი სასიამოვნო იყო. 100% ყველა მანდილოსანი და თანაც ასეთი ლამაზი. რამდენი მამაკაცი ინატრებდა თქვენს კოლექტივში დამატებას მე-16 თანამშრომლად ჩემის ჩათვლით… მოულოდნელმა გულახდილობამ ყველა გაახალისა… ოფიციალურობის ყინული გაალღო და ყველამ გემრიელად გაიცინა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ერთერთმა მათგანმა მკითხა.

-რა თქვენ კომპანიაში მანდილოსნები მუშაობენ IT სპეციალისტად?

მოულოდნელად შემობრუნებულმა კითხვამ ხელახლა დამაბნია და ისევ გულახდილობას მიუბრუნდი სიტუაციის გამოსასწორებლად.

– არა რა თქმა უნდა, მხოლოდ მამაკაცები ვართ, თანაც მხოლოდ ყველა ახალგაზრდები.

-აბა ჩვენი რატომ გაგიკვირდა „ბარი ბარში“ ვართ…

მართლაც და ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ისიც სატელეფონო საუბარში შემხვდა ქალი IT სპეციალისტი. როდესაც სიტუაციაში გასარკვევად კომპანიის წარმომადგენელმა ყურმილი მომაწოდა. დაუფიქრებლად ვკითხე:
-„გისმენ ჯიგარო“.
პასუხად კი ქალის ღიმილნარევი ხმა გავიგონე.
-„დიახ გისმენთ“.
-IT სპეციალისტს გამასაუბრეთ.
-დიახ IT სპეციალისტი გისმენთ.
დეტალებს აღარ გავაგრძელებ, რამდენიმე წუთიანი კონსულტაციის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა და საუბარიც დასრულდა…

IT სპეციალობა არაოფიციალურად აღიარებულია მამაკაცის პროფესიად მიუხედავად იმისა რომ ქალებს პრეტენზია აქვთ რომ პირველი პროგრამისტი მსოფლიოში ქალი იყო.

მისი სახელი და გვარი ადა ლავლეისი იყო. ინგლისელი გრაფინია რომლის ქალიშვილობის გვარიც ბაირონი იყო. გახლდათ მათემატიკოსი რომელმაც დახვეწა ცნობილი ინგლისელი მეცნიერის ჩარლს დიკენზ ბებიჯის პროექტი და შექმნა საანგარიშო მანქანა ეგრედ წოდებული „კალკურატორი.“ ამ ინგლისელი ლედის გარა ქალ პროგრამისტებზე დღემდე სხვა ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა აქა იქ მოიძებნება „ჰაკერად“ აღიარებული მანდილოსნები რომლთა შესახებ ჩვენ დაგვიწერია და სამომავლოთაც დავწერთ.

ზოგადად კი IT სფეროში უხეში სტატისტიკის მიხედვით, ქალთა სქესი 15% -ით არის წარმოდგენილი ძნელია იმის თქმა ამ 15 % -დან უშუალოდ პროგრამისტი რამდენია, მაგრამ ფაქტი სახეზეა IT სფერო მანდილოსნებს დიდად არ ხიბლავთ არც „კვოტას“ ითხოვენ. მხოლოდ სიამაყით ამბობენ რომ პირველი ქალი პროგრამისტი იყო ნუ გიჭირთ აღიარება კაცებო. არადა ამ საკითხზე ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა რამდენადაა ლედი ლავლეისი პირველი პროგრამისტი. არ გეგონოთ წინააღმდეგი ვიყო მისი პირველი პროგრამისტობის პირიქით ჩვენი პროფესიის ერთერთ დიდ მინუსად ზუსტად ეგ ითვლება რომ ქალთა სქესი მინიმალურადაა წარმოდგენილი და ეს ძალიან მაწუხებს მეც, რაც შეილება მეტი ქალი IT სფეროში მომხრე ვარ. პირადად აღვზრდი სიამოვნებით სამომავლოდ.

რაც შეეხება უშუალოდ ქალების ჩართულობას IT ტექნოლოგიების განვითარებაში. კომპანია Google-მა წამოიწყო მსოფლიო კამპანია რომელიც ითვალისწინებს ქალი პროგრამისტების მხარდაჭერას და ქალთა ჩართულობას IT სფეროს განვითარებაში. რადგან ა.შ.შ 25 %-თ მეტი სამუშაო ადგილი კაცებს უკავიათ და ზუსტად ამ მიზნით ქალების ამ სფეროში განვიტარება ამ დისბალანსს შეამცირებს. გუგლის კამპანია რომელიც 2014 წელს თბილისშიც ჩატარდა ქალებისთვის საკრალურ თვეში. (მარტში) და რაც მთავარია Google სამართლიანად აღიარებს, რომ კაცი IT სპეციალისტები არ ვახდენთ ქალი IT სპეციალისტების შევიწროებას პროფესიული ნიშნით.

პროექტი „FemTech” რომელიც ქალ პროგრამისტთა მხარდაჭერას ითვალისწინებს 3 წელია ძალაში შევიდა. უსურვებ წარმატებებს მანდილოსნებს და ვისურვებდი სამსახურში ასეთი ლამაზი პარტნიორი მყავდეს როგორიც ფოტოზეა გამოსახული.

სტატია მომზადებულია www.itexpress.ge-ს მიერ შემოგვიერთდით ფეისბუქზე ერთად განვიხილოთ პრობლემები და საინტერესო მოვლენები რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში ხდება. https://www.facebook.com/itexpress.ge/

Comments

comments

Related posts