You are here
დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტზე იმსჯელებს მთავარი პოლიტიკა 

დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტზე იმსჯელებს

როგორც გახსოვთ, თბილისის მერმა კახი კალაძემ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან გამოითხოვა და ქალაქის მთავრობის პირველ სხდომაზე კალაძემ პირველი დავალება გასცა და ვიცემერს ბიუჯეტის ძველი პროექტის გადამუშავება დაავალა, სადაც წინასაარჩევნო დაპირებები აისახება. დღეს კი თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ.

“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი, არაფრით განსხვავდება ძველი მერის პერიოდში შედგენილი ბიუჯეტისაგან. ელენე ოზაშვილის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. მისივე თქმით, ახალ მერიაში კვლავ ძველი თანამშრომლები იღებენ გადაწვეტილებას და მსჯელობენ ბიუჯეტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსები ისევ არამიზნობრივად დაიხარჯება. “ევროპულმა საქართველომ” ბიუჯეტთან დაკავშრებული შენიშვნები საკრებულოს უკვე წარუდგინა და ამასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელებენ.

როგორც ყოველთვის, ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმებიან უმრავლესობაში. ვატო შაქარიშვილის განცხადებით, მერია სრულად ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდა და დედაქალაქის ახალი ბიუჯეტი სრულად არის თბილისელების ინტერესებზე მორგებული.

Comments

comments

Related posts