You are here
ნანუაშვილმა ჩატაევთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მთავარი საზოგადოება 

ნანუაშვილმა ჩატაევთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევია, სახალხო დამცველი გამოეხმაურა და განაცხადა:

-“სასამართლომ გაათავისუფლა იმის გამო, რომ ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ის იყო დაკავებული. ეს იყო ის რეალობა, მოცემულობა, რომელიც არსებობდა და სასამართლომ ის გაამართლა. ის იყო სხვა დროს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული, საქმეში ასევე იყო მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალით მიაცემინეს გარკვეული ჩვენება. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ შემდეგ ის მოხვდა ტერორისტთა სიაში და იყო “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მებრძოლი. ის იყო მოწვეული ხელისუფლების მხრიდან საქართველოში ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ლოპოტაში განვითარდა. მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან იყო გაცემული და ის ამ დაცვით სარგებლობდა და ამით ისარგებლა მაშინაც, როცა ექსტრადიციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

Comments

comments

Related posts