Home » მთავარი » ხანძრის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

ხანძრის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ 4 ადამიანი გარდაიცვალა და დაშავებულია – 6. არსებული ინფორმაციით დაშავებულთა შორის ერთი მეხანძრეა.

ადგილობრივების თქმით, სასტუმროდან ადამიანების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

სასტუმროში ხანძარი ჩამქრალია, თუმცა ჯერ კიდევ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია.

Facebook Comments
x

Check Also

დუშეთში “ძალა ერთობაშიას” შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იმყოფებოდნენ

დუშეთში “ძალა ერთობაშიას” შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია, დავით კირკიტაძე და ზურაბ მელიქიშვილი ადგილობრივ ...