Home » თქვენი სათქმელი » ყველაზე ღირსეული და მისაღები კანდიდატი სახალხო დამცველის თანამდებობაზე – კახა კახიშვილია

ყველაზე ღირსეული და მისაღები კანდიდატი სახალხო დამცველის თანამდებობაზე – კახა კახიშვილია

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ამირან სალუქვაძე

გენერალი

ყველაზე ღირსეული და მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები კანდიდატი სახალხო დამცველის თანამდებობაზე – კახა კახიშვილი.

რამდენადაც ვიცი უპარტიოა, პრინციპულია, ავტორიტეტი აქვს.
ამავე დროს ძალიან ბევრი გააკეთა პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით და დარწმუნებული ვარ, დანარჩენი მოსახლეობის უფლებებსაც წარმატებით მიხედავს.
მითუმეტეს, მაინც მოუწევს სასჯელაღსრულების სამინისტროს გადაბარება, რადგან იუსტიციას უერთდება.

წარმოდგენილი კანდიდატებიდან, არცერთს მივცემდი ხმას.
სახალხო დამცველის ავტორიტეტი საზოგადოებაში თუ იმთავითვე მაღალი არ იქნება, ამ ინსტიტუტის ავტორიტეტს ვერც შევინარჩუნებთ და ვერც ავწევთ.
მთლად ბავშვთა სამყაროდაც ნუ ვაქცევთ.
სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ კი არ უნდა გაიკეთოს ავტორიტეტი, მანამდე უნდა ჰქონდეს მოხვეჭილი.

ჩემი, როგორც მოქალაქის, ერთი ხმა, კახა კახიშვილს.

ვინც მეთანხმებით, გააზიარეთ ჯგუფებში ან საკუთარ გვერდზე.

ეს პოსტი მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის!

Facebook Comments
x

Check Also

სამართალდამცველები დღევანდელი დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ

სამართალდამცველები დღევანდელი დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ. პარლამენტის შენობასა და ეზოში გამკაცრებულია კონტროლი. აქ შეინიშნება სპეცდანიშნულების ...