Home » მთავარი » ვერავინ დამაჯერებს, რომ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითი დამთხვევაა…

ვერავინ დამაჯერებს, რომ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითი დამთხვევაა…

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

მაშ ასე: ვერავინ დამაჯერებს, რომ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითი დამთხვევაა. მიდის დასავლეთის თვალში საქართველოს მარგინალიზაციის პროცესი. ხორციელდება კრემლის გეგმა, ჩვენი ქვეყნის არშემდგარ და სახიფათო სახელმწიფოდ გადაქცევის მიზნით, რათა ცივილიზებულმა სამყარომ დაკარგოს ინტერესი ჩვენს მიმართ და ერთი-ერთზე დავრჩეთ რუსეთის წინაშე.

ზაფხულში მთლიანად გადამწვარი საქართველოც ამ გეგმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად მიმაჩნია. მაგრამ, პროცესები განსაკუთრებით დაჩქარდა შეერთებული შტატების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ – გაეძლიერებინა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და გადმოეცა ჩვენი შეაიარაღებული ძალებისთვის ყველაზე თანამედროვე ანტისატანკო სიტემები – „ჯაველინები“. კრემლის გეგმა ყველაზე ნათელი გახდა და კარგად გამოიხატა კრემლის „სტავლენნიკების“ წამოწევით – შინაგან საქმეთა მინისტრად და ილია მეორის თანამესაყდრედ. მართალია ამას ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩემი ანალიზისა შედეგად ვაცხადებ, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ჩემი დასკვნები თავის დროზე აუცილებლად დადასტურდება. შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გასაჯაროვებითანავე თბილისი ნამდვილ ბრძოლის ველად გადააქციეს. ხოლო, ამ ტრაგიკული ფაქტიდან ერთ დღეში, ბათუმის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში დაგვიტრიალეს კიდევ ერთი უპრეცენდენტო ტრაგედია, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ეს ბოლო ტრაგედია გუშინ პირდაპირ ეთერში დაგვიანონსეს ტვ „პირველზე“ სტუმრად მოწვეულმა ორმა ბებერმა „ჩეკისტმა“ – ზაალ კასრაშვილმა და მამუკა არეშიძემ. უბრალოდ მოუსმინეთ გუშინდელი გადაცემის წარმოდგენილ ჩანაწერებს და ყველაფერი ნათელი გახდება. ორივე სტუმარი ცდილობდა პირნათლად შეესრულებინა დავალება და წარმოეჩინა საქართველო როგორც ტერორისტების აკვანი და ტერორიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუდე. რაც პირდაპირ ჯდება მოსკოვის მიზნებში.

აქვე მათ სცადეს განსაკუთრებული აქცენტები გაეკეთებინათ და დაედანაშაულებინათ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, როგორც ამ პროცესების პირველწყარო (ესეც კრემლის დავალებაა). ამ ორმა აგენტმა იმდენი ილაპარაკეს, რომ მარტო ჩემი კი არა საქართველოს სპეცსამსახურების ყურადღებაც უნდა მიექციათ. რაც აუცილებლად უნდა გახდეს მათი როგორც მინიმუმ დაკითხვის საფუძველი.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 5 წელიწადში მთლიანად ჩამოიშალა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა; ქვეყანა გადაივსო კრემლის სპეცსამსახურების რეზიდენტებით და გავლენის აგენტებით; პრორუსული კოლაბორაციონისტული პოლიტიკური ძალები დღემდე შიმშილობის იმიტაციას ახდენენ 9 აპრილის მემორიალთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მათი პატრონები კი კოლაბორაციონისტულ მოლაპარაკებებს დაუფარავად მართავენ მოსკოვში და ცდილობენ დეფაქტო მთლიანად ჩამოშალონ ჩვენი ევრო-ატლანტიკური კურსი. ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო უმრავლესობის ხარჯზე საკანონმდებლო დონეზე საფუძველს უსპობს ქვეყნის უსაფრთხოებას – აუქმებს ყველა სახის უსაფრთხოების სათათბირო ინსტიტუციებს. „ქართუ ჯგუფის“ კრიმინალური სინდიკატი მთლიანად ანგრევს ქვეყნის ინსტიტუციონალურ მმართველობას. საქართველო ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე აბსოლუტურად დაუცველია და ვითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება. დროა მოქალაქეები მოეგონ გონს და ერთად დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სანამ უბედურებამ თითოეულ ჩვენთაგანს ოჯახში არ მოგვაკითხა. მათშორის მათ ვინც ყოველ არჩევნებზე ხმას აძლევს კრემლის მთავარ „სტავლენნიკს“ და რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს და მის კორუმპირებულ და კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებას.

Facebook Comments
x

Check Also

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ...