Home » მთავარი » ჩვენივე დაშვებული შეცდომის გამო ჩვენვე უნდა ვაგოთ პასუხი, მაგრამ…

ჩვენივე დაშვებული შეცდომის გამო ჩვენვე უნდა ვაგოთ პასუხი, მაგრამ…

„ძალიან არ მინდა, რომ სპეცსამსახურების შეცდომის თუ მათი არაეფექტური მუშაობის გამო სახელმწიფომ ან ხალმა აგოს რაიმე ფორმით პასუხი“-წერს სოციალლურ ქსელში „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი იოსებ ბორცვაძე.

სტატუსის ნახვის შემდეგ იოსებ ბორცვაძეს დავუკავშირდით და კომენტარის უსრო გაშლა ვთხოვეთ.

-„ერთი რომ ტერორისტების ახალი სამიზნე არ გახდეს საქართველო და მეორე – საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ძალიან ცუდად გამოჩნდება ჩვენი სახელმწიფო, ციხიდან გამოვუშვით ადამიანი, რომელიც isis-ის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, შემოვიდა შეუმჩნევლად საქართველოში, გაშვებული ტერორისტი თანმხლებ ტერორისტებთან ერთად შემოგვეპარა თუ სხვანაირად შემოვიდა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

ფაქტი ის არის, რომ საქართველოში აღმოჩნდნენ. ჩვენივე დაშვებული შეცდომის წყალობით ჩვენვე უნდა ვაგოთ პასუხი, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ სპეცსამსახურების შეცდომის თუ არაეფექტური მუშაობის გამო სახელმწიფომ ან ხალმა აგოს რაიმე ფორმით პასუხი“-განაცხადა ჩვენთან საუბარში ბორცვაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...