Home » მთავარი » საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურება – ცვლილებებს დღეს კანონმდებლები განიხილავენ

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურება – ცვლილებებს დღეს კანონმდებლები განიხილავენ

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები დღეს კანონმდებლების განსახილველი თემა იქნება.

საკითხი მთავრობის ინიცირებულია და მას პირველ რიგში საპრეცედურო კომიტეტი განიხილავს.

კანონპროექტი სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების საკითხებს განსაზღვრავს.

შეგახსენებთ: პარლამენტმა ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც საჯარო მოხელისთვის პრემია-დანამატის მიღების წესს განსაზღვრავს. ამ ინიციატივის მიხედვით, სახელწოდება „პრემია“ იცვლება „ჯილდოთი“, დგინდება ზედა ზღვარიც. ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს.

Facebook Comments
x

Check Also

საბერძნეთმა ქალი პრეზიდენტი პირველად აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი პრეზიდენტი აირჩია. 63 წლის კატერინა საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა ...