Home » მთავარი » მურუსიძის წინააღმდეგ აქციებზე ევა გოცირიძის “საზოგადოების მტრად” გამოცხადებას მოითხოვდნენ…

მურუსიძის წინააღმდეგ აქციებზე ევა გოცირიძის “საზოგადოების მტრად” გამოცხადებას მოითხოვდნენ…

ზურაბ ხვიჩია

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ექვსმა ფრაქციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე წარადგინა. ამ ფაქტმა უკვე დიდი რეზონანსი გამოიწვია და საზოგადოებაშიც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობა ევა გოცირიძეს  პროფესიონალ იურისტად ახასიათებს და მის წინააღმდეგ აგორებულ უარყოფით კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს.

ჩვენ გადავხედეთ არქივში არსებულ მასალას, როცა მურუსიძის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ევა გოცირიძის გვარიც ფიგურირებდა და მეტიც, მის წინააღმდეგ ბრალდებებიც გაისმოდა.

გახსოვთ ალბათ, ევა გიცირიძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით გამოდიოდნენ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი და თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა, მართალია   ეს პროტესტი კონკრეტულად ეხებოდა ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას, მაგრამ არანაკლები პროტესტი იყო მიმართული გოცირიძისკენ.

მაშინ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ:

„ ჩვენ არ გვეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე პირდაპირ ჩაერეოდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თოდრია, რომლებმაც ხმა მისცეს მურუსიძის დანიშვნას, უნდა გამოცხადდნენ საზოგადოების მტრებად.“

ამ თემასთან დაკავშირებით  ზაზა ხატიაშვილი ასევე აცხადებდა, რომ ევა გოცირიძემ ლევან მურუსიძისთვის ხმის მიცემის გამო დიდი რაოდენობით პრემიაც აიღო .

„ევა გოცირიძემ  რომელი დამსახურებისთვის მიიღო პრემია? ჩემი შეფასებით, სავარაუდოდ ლევან მურუსიძისთვის ხმის მიცემის გამო. მაინტერესებს არის თუ არა ეს, კორუფციული გარიგება? როგორ შეიძლება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში პიროვნება ყოველ თვე იღებდეს 2000 ლარზე მაღალ პრემიას? „

ევა გოცირიძის წინააღმდეგ აქციებზე ასევე გამოდიოდა ლაშა ჩხარტიშვილიც  .

ევა გოცირიძე ასევე წარდგენილი იყი სტრასბურგში მოსამართლის პოზიციაზე მას მხარს უჭერდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი , რომელიც ამბობდა რომ სამ კანდიდატს შორის მეორე სქესის არსებობა აუცილებელი იყო და შესაბამისად მთავრობამ არჩევანი ევა გოცირიძეზე გააკეთა. ლაშა ჩხარტიშვილი კი ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა  და ამბობდა:

– „ეს არის “ქართული ოცნების” კიდევ ერთი უსამარცხვინოესი გადაწყვეტილება ! რომელიც ადასტურებს, რომ მათი ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში სამართლიანობის აღდგენასა, თუ დამკვიდრებაზე არც  კი უნდა ვიოცნებოთ !

სხვა რისი თქმა შეიძლება, იმაზე, რომ მოქმედმა მთავრობამ, კვლავ გირგვლიანის მკვლელების მფარველი მოსამართლის ლევან მურუსიძისა და სააკაშვილის რეჟიმის სხვა დამონებულ-დამნაშავე მოსამართლეთა ამრჩევ და ლობისტ ევა გოცირიძეს დაუჭირა მხარი !

დიახ, სწორედ ჩვენ ვართ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, შესაბამისად მურუსიძის ამრჩევი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლისა და რეფორმირების მოთხოვნით წარმოებული კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორები. მისი კანდიდატური დასახელების დღიდან მოყოლებული აქტიურად ვიბრძვით მისი და ევა გოცირიძის მსგავსი სუბიექტების ჩამოშორებისათვის..

დღევანდელი გადაწყვეტილებით, მთავრობაც და პრემიერიც უკვე ოფიციალურად გახდნეენ გირგვლიანის მკვლელების მფარველი მოსამართლე ლევან მურუსიძის მხარდამჭერები, რადგან მათ მხარი მის მფარველსა და ლობისტს,  ევა გოცირიძეს დაუჭირეს!“

წარსული წარსულად დარჩა და დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურას დადებითად აფასებენ , როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს:

„არსებული კითხვები გამოწვეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიპიარის შედეგად . ქალბატონი ევა, არის ობიექტური, პროფესიონალი იურისტი, პროფესიულ წრეებშიც ასე იცნობენ და ჩათვალა გუნდმა, რომ იგი გაართმევს ძალიან კარგად მოვალეობას თავს,“

ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძის განცხადებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ევა გოცირიძე არავის მხრიდან მართვადი არ იქნება.

“მასზე დადებითის გარდა ვერაფერს ვიტყვი. მას ყოველთვის პრინციპული პოზიციები ჰქონდა და არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ევა გოცირიძე ვინმეს მხრიდან მართვადი მოსამართლე იქნება”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

თავად გოცირიძე დარწმუნებულია, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს.

-ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, შევძლებ ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობას”-აცხადებს გოცირიძე.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ სწორედ ევა გოცირიძეს ეკუთვნოდა ინიციატივა, რომლის მიხედვით გოცირიძე მედიაში მოსამართლეების ლანძღვის გაშუქებაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვდა.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...