Home » მთავარი » სანამ სახლიდან გახვალთ – ამინდი საქართველოში

სანამ სახლიდან გახვალთ – ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. 1 – 3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და ზოგან ნელექიანი ამინდია მოსალოდნელი.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...