Home » მთავარი » ხვალ დეპუტატები ომბუდსმენობის მეორე კანდიდატს მოუსმენენ

ხვალ დეპუტატები ომბუდსმენობის მეორე კანდიდატს მოუსმენენ

ხვალ, 12:00 საათზე დაგეგმილ სესიაზე დეპუტატებმა ომბუდსმენობის მეორე კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს უნდა მოუსმინონ, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდება და გადაწყდება, ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოსტს უჩა ნანუაშვილის ნაცვლად.

გიორგი ფოფხაძეს  დღეს მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა skype-ის საშუალებით მოუსმინეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატის, ნინო ლომჯარიას მოსმენა დასრულდა. კანონის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს ახალი ომბუდსმენის შესარჩევად ვადა 7 დეკემბრამდე აქვს.

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...