Home » მთავარი » “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტისპირა სოფელები” – ფერმერ ქალთა ასოციაცია კნოლევში ჩავიდა

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტისპირა სოფელები” – ფერმერ ქალთა ასოციაცია კნოლევში ჩავიდა

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა კონფლიქტისპირა სოფელ კნოლევში  მცხოვრებ ფერმერ ქალებს და ახალგაზრდებს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაცია ადგილზე გაცნობოდა საოკუპაციო ხაზთან მყოფი ფერმერებისა და სოფლების მდგომარეობას. ასევე ასოციაციის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული მეურნეობებს,  ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნად პროდუქტებს და წარმატებული ფერმერი ქალების მაგალითები.

ირინა ფხოველიშვილი

“ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარე

-ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა  საზღვრისპირა სოფლებისა და ფერმერების გაძლიერების ხელშეწყობა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტისპირა სოფელები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობებია, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თუ რაოდენ ფაქიზი და მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებთათვის თავისი მხარე. მიუხედავად მუდმივი შიშისა, მაინც ახერხებენ დამწვარი სახლების, დანგრეული მეურნეობების აღდგენას და სოფლის გაცოცხლებას. შეხვედრის მასპინძელი იყო ორგანიზაცია “მომავლის ინიციატივა”.

შეხვედრაზე დაიგეგმა  მთელი რიგი ღონისძიებებისა, რაც უკეთ გამოკვეთავს იმ მიმართულებებს, რომელიც იქნება უფრო ეფექტიანი და სასარგებლოა სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

პარტიების საარჩევნო ნომრები ცნობილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ...