Home » თქვენი სათქმელი » “„დიდ ბუდას“, ბატონ დავითს ჩემზე საჩივარი შეუტანია…”

“„დიდ ბუდას“, ბატონ დავითს ჩემზე საჩივარი შეუტანია…”

“უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის” თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი აცხადებს, რომ მას დავით თარხან მოურავმა უჩივლა, რაც გამომძიებლისგან შეიტყო. იოვაშვილი პარტიის თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართავს და 

-დღეს შსს-ს ქალაქის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი დამიკავშირდა. როგორც მისი სიტყვებიდან შევიტყვე, „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავს, ჩემზე საჩივარი შეუტანია. მარტივად რომ ვთქვათ „დამასმინა“ ! „დასმენის“ არსი უბრალოდ სასაცილოა: თურმე, თამარ იოვაშვილი თარხან-მოურავის „დიად პარტიას“ პლაკატებით ემუქრება.

პლაკატების შინარსი თქვენთვის ცნობილია – საკრებულოს პარტიულ სიაში, მისი პირველი ნომრის, გოჩა თევდორაძის ნამდვილი სახის ჩვენება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობიდან“, მათდამი მეგობრულ „პატრიოტთა ალიანსში“ პორტირება, წარმატებით განახორციელა.

პლაკატზე გამოტანილი ინფორმაცია, აღებული იყო საქართველოს პარლმენტის ოფიციალური საიტიდან

ანუ იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია, სადაც ნათქვამია, რომ: – „გოჩა თევდორაძე არის პარლამემენტის ორი მოწვევის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“. როგორც „აღმოჩნდა“, თურმე ეს ინფორმაცია დავით თარხან-მოურავის და მისი „ამალის“ (რომელსაც დღეს საპარლამენტო პარტია ეწოდება) კომფორტულად ცხოვრებას „ემუქრება“.

არ მინდა კიდევ უფრო განვავრცო ე.წ. „პატრიოტებზე“ საუბარი, უბრალოდ მინდა ვუთხრა „დიდ ბუდას“, ბატონ დავითს,  არისტოკრატიულ წრეებში „ოდეერობა“ არაა მიღებული ! ეს თქვენი საქციელი კი, ქუჩის გზააბნეული ლეკვის ყეფას უფრო ჰგავს, ვიდრე კეთილშობილი ჩამომავლობის მქონე ადამიანის საქციელს !

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...