Home » ექსკლუზივი » „ქიზიყური ნუგბარი“ – სრულიად ექსკლუზიური ქართული პროდუქტი საახალწლო საჩუქრად!

„ქიზიყური ნუგბარი“ – სრულიად ექსკლუზიური ქართული პროდუქტი საახალწლო საჩუქრად!

სოციალური ქსელი უკვე „აფეთქდა“  „ქიზიყური ნუგბარით“.

დიახ, ამ ახალი ტკბილეულის ფოტოებმა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად კითხვებიც გაჩნდა. სწორედ ამიტომ ჩვენ პროდუქციის მწარმოებელს, ირინა ფხოველიშვილს დავუკავშირდით.

-როგორ გაჩნდა იდეა და სახელწოდება „ქიზიყური ნუგბარი“?

-სახელწოდების “ქიზიყური ნუგბარი” იდეა მოვიდა ქიზიყში, რადგან მე ქიზიყელი ვარ, ვამზადებ მე თვითონ ჩემს მიერ დამუშავებული რეცეპტით, რათა შენარჩუნებული იყოს სირბილე და არომატი.

ყველა ინგრედიენტები არის ქართული. ძირითადი წამყვანი არის ბადაგი, რომელიც მიიღება მხოლოდ ყურძნის წვენისგან, ვაზავებ ჩემს მიერ შემუშავებული რეცეპტით და ვიყენებ ნიგვზის, თხილის და მზესუმზირის შიგთავსს.

-მარტო? არავინ გეხმარებათ? მარტო ხომ დიდი რაოდენობით ვერ შეძლებთ დამზადებას?

-რა თქმა უნდა მეხმარებიან. ამ ეტაპზე ჩემი ოჯახის წევრები, რადგან რაოდენობა არ არის ძალიან დიდი, მაგრამ შემდეგში,თუ უფლის წყალობით გავფართოვდები, შესაბამისად გაიზრდება დამხმარეთა რაოდენობაც.

-უკვე გამოჩნდა მაღაზიებში?

-საახაწლოდ მცირე რაოდენობა შევიდა პატარა მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში და ასევე მოხდება მისი გატანა 2 დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე რედისონში.

-ფასი ხელმოსაწვდომია?

-ფასიც ხელმისაწვდომია და მისაღები, როგორც ცალობაში, ისე სასაჩუქრე ყუთებში.

საახალწლო ვარიანტებში სჭარბობს ნაძვის ხეები და დათუჩები. შეიძლება მსურველმა თვითონ შეარჩიოს ფიგურებიც.

-და მაინც, რა არის „ქიზიყური ნუგბარი“?

-ვფიქრობ “ქიზიყური ნუგბარი” არის ის ქართული ტკბილეული, რომელიც მისაღები იქნება უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. განსაკუთრებით კი ტურისტებისთვის.

ეს ნუგბარი ძალიან კარგია ჩაის და ყავის შესვენებისთვის კორპორატიული შეხვედრების დროს და ვფიქრობ, ძალიან მოეწონებათ ბავშვებს.

-კიდევ რაიმე სიახლეს უნდა ველოდოთ?

-დღეს მივეცი ახალი შეფუთვის შეკვეთა და იქნება პატარა ჩანთების ფორმის ყუთები შოკოლადის ჩურჩხელებისთვის და გამჭვირვალე ზედაპირის მქონე ყუთები ნუგბარებისთვის.

შოკოლადის ჩურჩხელა?

-დიახ, თეთრი და შავი შოკოლადის.

როგორი იქნება „ქიზიყური ნუგბარი“ და შოკოლადის ჩურჩხელა, ამას მხოლოდ დაგემოვნების შემდეგ გაიგებთ.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...