Home » მთავარი » სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით,  ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  დანაშაულის პრევენციის მიმართულებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

შეხვედრაზე მინისტრებმა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მინისტრები შეთანმხმდნენ, რომ შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე.

Facebook Comments
x

Check Also

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობის ...