Home » მთავარი » აზრთა ურთიერთგაცვლა საქართველოს ეხმარება დაინახოს ევროპული პარლამენტების მოწადინება

აზრთა ურთიერთგაცვლა საქართველოს ეხმარება დაინახოს ევროპული პარლამენტების მოწადინება

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მასპინძლობს.

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა და ევროპის სამეზობლო ფონდების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბერში ჩატარებული სამიტი იყო წარმატებული, სადაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნა გამოითქვა.

„ეს კონფერენცია იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც, ვფიქრობ, იყო წარმატებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნა გამოითქვა. ასეთი აზრთა გაცვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება, ერთი მხრივ,  საქართველოს – დაინახოს ევროპული პარლამენტების მოწადინება და მეორე მხრივ, გვეხმარება ჩვენ –  მოვახდინოთ პრობლემებისა და საკითხების იდენტიფიცირება რათა მეტად დავეხმაროთ საქართველოს“, – განაცხადა კრისტიან ვიგენინმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა და ევროპის სამეზობლო ფონდების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის მაღალი დონის კონფერენცია და ის ფაქტი, რომ ქვეყნის ხელისუფლება მის გახსნას დაესწრო, ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. მისივე შეფასებით,   ევროპული მხარის დასწრება არის საკმაოდ მაღალი დონის, რადგან  კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც ევროპულ საქმეთა კომიტეტი ასევე, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტარები.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...