You are here
ჩვენი მიზანია დადგინდეს სიმართლე, ვვარაუდობთ, რომ სხვა იარაღიც ფიგურირებდეს… მთავარი სამართალი 

ჩვენი მიზანია დადგინდეს სიმართლე, ვვარაუდობთ, რომ სხვა იარაღიც ფიგურირებდეს…

ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, რომელიც თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მოზარდებს იმ დონის დაზიანებებს, რაც მათ ჰქონდათ, მხოლოდ ორი ადამიანი ვერ მიაყენებდა. ის ვარაუდობს, რომ  არსებობენ მოწმეები, რომლებიც სავარაუდოდ გულწრფელ ჩვენებებს არ აძლევენ გამოძიებას.

“არავინ არ აპირებს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირზე ხელის დაფარებას, ჩვენი მიზანია დადგინდეს სიმართლე და ყველა დაისაჯოს იმ დოზით რა დოზითაც აქვს დანაშაული ჩადენილი. როდესაც მივიღებ მტკიცებულებას, რომ კონკრეტულმა სხვა პირმაც ჩაიდინა დანაშაული, სავარაუდოდ ის სხვა პირიც მიეცემა პასუხისგებაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის დასკვნები, ამის მიხედვით დაისახება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სხვა იარაღიც ფიგურირებდეს, ამას ჩვენებებიდან გამომდინარე ვვარაუდობ და ასევე იმ დაზიანებებიდან გამომდინარე, რადგან დაზიანებები იმდენად სერიოზულია, რომ ეს ადამიანი იმ მდგომარეობაში ვერ ჩააყენებდა. თვითონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობ,ს რომ ერთხელ მოიქნია დანა და ეს ჭრილობები მე არ მიმიყენებიაო. შესაბამისად, უნდა დადგინდეს თუ ვინ მიაყენა დაზიანებები და უნდა დაისაჯოს ყველა. ჩვენ არ გვსურს, რომ ვიღაცამ ვინმეს ხელი შეაწმინდოს. ვერ ვიტყვი საქმეში ცრუ ჩვენებები არის თუ არა, ცრუ ჩვენება რომ შეაფასო ის სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეუძლებელია მე ამ ეტაპზე ვინმეს ცრუ დამსმენი ვუწოდო. ჩვეულებრივი ამბავია განმეორებითი დაკითხვები, ზოგჯერ არის შემთხვევები რომ ხუთჯერ იკითხება ადამიანი. ჩვენ არ გაქვს ზუსტი სია რამდენი ადამიანის განმეორებით დაკითხვას მოვითხოვთ, მაგრამ ვიცით რომ საგამოძიებო უწყება ვიღაცების თავიდან დაკითხვას გეგმავს.  წინასწარ არავინ იცის რა მოხდება, გამოძიებას უნდა დაველოდოთ”- განაცხადა ადვოკატმა.

Comments

comments

Related posts