Home » მთავარი » თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრდირება, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში

თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრდირება, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში

კიევში ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

“ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები. უკრაინის შესაბამისს სამსახურებს გააჩნით კონკრეტული კითხვები სააკაშვილთან დაკავშირებით.

თქვენ იცით, რომ ის არაა საქართველოს მოქალაქე, თუმცა, საქართველოში მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, ასევე გაგზავნილია მოთხოვნა გადმოცემასთან დაკავშირებით და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრდირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში,”- განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...