You are here
“რაც უკრაინაში ხდება არ არის სპექტაკლი…არც ძნელი გამოსაცნობია ვის აწყობს ეს სცენარი” მთავარი პოლიტიკა 

“რაც უკრაინაში ხდება არ არის სპექტაკლი…არც ძნელი გამოსაცნობია ვის აწყობს ეს სცენარი”

სოსო მანჯავიძე

-რაც უკრაინაში ხდება არა სპექტაკლი,არამედ უკრაინის ხელისუფლების კოლაფსია.

ის მორალურად კარგა ხანია განადგურებულია,რაც ნათლად ჩანს ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებებში.
როდესაც ხელისუფლებას ავტორიტეტი არა აქვს და ის დემონიზირებულია,არავინ გამოიდებს თავს მის გამო,არავინ გარისკავს და არავინ იტყვის უარს რაიმე პირადზე.

სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ეს მდგომარეობა გამოააშკარავა ჯერ საზღვრის გადმოლახვისას,ხოლო ახლა საბოლოოდ ანგრევს მის შანსს,გააგრძელოს ქვეყნის მართვა.

ამით მან პროცესის კატალიზატორის როლი შეასრულა.

ეს უნდა დავინახოთ მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მისი პერსონის მიმართ.

როგორი შედეგიც არ უნდა გამოიღოს ამ მოვლენებმა პირადად მისთვის,უკრაინაში ახალმა დესტაბილიზაციამ შეიძლება ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს,რაც შეცვლის ძალთა განლაგებას რეგიონში,რომლის ნაწილიც ჩვენც ვართ.
არა მგონია,სამი ცდა სჭირდებოდეს იმის გამოცნობას,თუ ვის აწყობს ეს სცენარი.

თუმცა პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავრობაზეა,რომელიც ასეთი სცენარის განხორციელებას უშვებს.

Comments

comments

Related posts