You are here
პუტინმა 10 დეკემბერს დაასწრო… მთავარი უცხოეთი 

პუტინმა 10 დეკემბერს დაასწრო…

ჯერ კიდევ სექტემბერში რუსეთში კულუარებში პუტინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობდნენ.

მაშინ Газете.Ru კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა შესაძლია საპრეზიდენტო არჩევნებში „ედინაია რასიას“ სახელით მიიღოს მონაწილეობაო. სააგენტოს ინფორმაციას პარტიასთან დაახლოებულლი პირიც უდასტურებდა და დასძენდა, რომ პრეზიდენტმა შესაძლია ეს განცხადება 10 დეკემბერის შემდეგ გააკეთოს.

გავრცელებული ინფორმაციით კრემლში მეორე ვარიანტიც განიხილებოდა, კერძოდ პუტინის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 დეკემბერს დაასწრო და გორკის საავტომობილო ქარხნის „ГАЗ“-ის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

„ჩემს კანდიდატურას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვადგენ” – განაცხადა  პუტინმა.

პუტინმა შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადების გაკეთებისთვის უკეთესი ადგილი არ არსებობს.

„რუსეთი მხოლოდ წინ წავა, ამას კი ხელს ვერავინ შეუშლის“, – აღნიშნა პუტინმა.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.

Comments

comments

Related posts