Home » მთავარი » “პოლიციას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად!”

“პოლიციას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად!”

ტაშკენტის ქუჩაზე რამოდენიმე მაღაზიაა  გატეხილი – ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი ნინო ჩარკვიანი ავრცელებს.

-საბურთალოს რაიონში, არასრულწლოვანი მოზარდების დაჯგუფების მიერ, ყოველ ღამე ტყდება რამოდენიმე ობიექტი!
სამართალდამცველებს უფლება არ აქვთ ამ კრიმინალების დაკავების მათი ასაკიდან გამომდინარე ( 12-13 წლის) ეს რა არის???
რამე ახალია??? ასე დაუსჯელებმა უნდა იარონ ??? პოლიციელების თქმით, ეს არის “ხროვა”!!! რომელსაც ვერაფერს უხერხებენ და აქეთ გვთხოვენ დახმარებას პოლიციელები! ყველა იმუქრება და დაგვეხმარეთო!!!ამ წუთას ვართ ტაშკენტის ქუჩაზე, სადაც რამოდენიმე მაღაზია არის გატეხილი“-წერს ჩარკვიანი.

ჩვენ ნინო ჩარკვიანს დავუკავშირდით, მან გვითხრა რომ ეს წუთია გამოკითხვიდან გამოვიდა და ვრცლად ამ საკითხზე შემდეგ გვესაუბრება, თუმცა აქვს აღნიშნა:

-„სამწუხაროდ, იციან ვინ არიან ეს არასრულწლოვანები, მაგრამ ვერ აკავებენ, რადგან პოლიციას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რადგან 15 წელს ქვევით მოზარდის დაკავების უფლება არ აქვთ, 15-18 წლამდე კი კანონმდებლობა ლოიალურია, პოლიციას ხელები შეკრული აქვს, ისე კი ჩნდება ეჭვი, რომ ამ მოზარდების უკან დგას სერიოზული დანაშაულებრივი ძალა. ნამდვილად ღირს ეს დაფიქრებად და იმედია კანონში რეგულაციებიც შევა“.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...