Home » მთავარი » „ბრძოლა დღეიდან იწყება, არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას!“ – 28 იანვარს-ყველანი აქციაზე!

„ბრძოლა დღეიდან იწყება, არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას!“ – 28 იანვარს-ყველანი აქციაზე!

„ბრძოლა დღეიდან იწყება, არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას!“

სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფი დანაშაულთან ბრძოლას იწყებს. ამ მიზნით ისინი ყველას ელიან 28 იანვარს აქციაზე “არა დანაშაულს! არა ქუჩის აკადემიას!”

საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს:

ჩვენი მიზანია, თინეიჯერებმა დროთა განმავლობაში გაანალიზონ, რომ მათი ცხოვრებისეული სტილი მნიშვნელოვნად ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მათ გათვითცნობიერებული ექნება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შემდგომი ფაქტორები, თუ რატომ არის საჭირო პოლიციასთან თანამშრომლობა, ასევე თუ როგორ დაიცვას თავი მშვიდობიანი, დიპლომატიური და არა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. ჩვენი მიზანია, რომ თინეიჯერმა დახმარების შემთხვევაში უპრობლემოდ შეძლოს შესაბამისი ეკიპაჟის გამოძახება.

მოგეხსნებათ, რომ გახშირებულმა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა სრულიად შეძრა საქართველო. ამ ფაქტების გათვალისწინებით დროა ოპერატიულად გონივრული და სამართლებრივად შინაარსობრივი ნაბიჯები გადავდგათ სახელმწიფოსთან ერთად. ეს ფაქტი არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემასაც წარმოადგენს.

ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია „#არაქუჩისაკადემიას, არა დანაშაულს, ჩვენ გვსურს განვითარება”
 ასევე შეიქმნა ჩვენი ოფიციალური გვერდი Facebook-ზე და 28 იანვრის შემდეგ გავხდებით კიდევ უფრო აქტიურები, დავიწყებთ სამართლებრივი შეგნების განვითარებას მოზარდებში და ყველანი ერთად დავამხობთ ქუჩის მენტალიტეტს ვინაიდან ეს ქართული არასდროს ყოფილა.
 პირველი საპროტესტო აქცია 2018 წლის 28 იანვარს გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00-საათზე და ყველამ ერთხმად გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება და ვიმსჯელოთ დანაშაულის პრევენციაზე.
………………………………………………………………………………..
მოგეხსნებათ, რომ აქციის მსვლელობა უნდა იყოს სამართლებრივად შინაარსობრივი და მისი მიზანი სიღმისეულად გააზრებული იმისთვის, რომ გვქონდეს შედეგი.
შესაბამისად ჩვენს მთავრობას მივმართავთ შემდეგი სიტყვებით
1. გახშირდეს საპოლიციო კონტროლი ვინაიდან უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამოტანჟდეს მეტალოდეტექტორები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
3. მანდატურს დაუბრუნდეს საპოლიციო ფუნქცია ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ უფლებამოსილების დაბრუნება სკოლაში გაზრდის უსაფრთხოებას და თითოეული მოსწავლის სიცოცხლის უფლება იქნება უზრუნველყოფილი.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელდეს სამართლებრივი შეგნების გავითარება, რადგან პიროვნება ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ და ღირსეულ საზოგადოების წევრად.
5. შემუშავდეს არასრულწლოვნების მიერ განხორციელებულ დანაშაულებზე პრევენციული მექანიზმი.
6. გამკცრდეს სანქცია ცივი იარაღის – დანის ტარებაზე.
————————————————————-
აქციის მიზანი და სამომავლო მიზნები/ შედეგები

1. ჩვენს მიერ ჩამოყალიბდა ჯგუფი „არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას“ . აღნიშნული დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს ქუჩის მენტალიტეტს და მის აღმოსაფხვრელად შემუშავდება არაერთი პროექტი, განვახორციელებთ მოზარდების სამართლებრივი შეგნების განვითარებას და დავამსხვრევთ „ქუჩურ“ სტერეოტიპებს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით მოზარდებში.

2. თინეიჯერი დროთა განმავლობაში გაანალიზებს, რომ მისი ცხოვრებისეული სტილი მნიშვნელოვნად ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მას გათვითცნობიერებული ექნება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შემდგომი ფაქტორები, თუ რატომ არის საჭირო პოლიციასთან თანამშრომლობა, ასევე თუ როგორ დაიცვას თავი მშვიდობიანი, დიპლომატიური და არა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით ჩვენი მიზანია, რომ თინეიჯერმა დახმარების შემთხვევაში უპრობლემოდ შეძლოს შესაბამისი ეკიპაჟის გამოძახება.

3. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ჩამოყალიბდეს მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ მომავალი თაობა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, კანონმორჩილ და ღირსეულ საზოგადოების წევრად .
აქციის ჩატარების იდეა გაჩნდა იმიტომ, რომ ქუჩის მენტალიტეტი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სახელმწიფოს, საზოგადოებას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ხელყოფს, ცვლის ჯანსაღ ღიებულებებს და საზოგადოების დადებით დამოკიდებულას თქვენს მიმართ. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ საზოგადოების წევრობისა და დაკარგული ნდობის აღსადგენად.
გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება თქვენს გვერდით არის: ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევებში აუცილებელია სამართალდამცავ სტრუქტურებთან დროული თანამშრომლობა.

აქციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

გაითვალისწინეთ: ეს აქცია არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ სამართლის ნორმებს.

Facebook Comments
x

Check Also

ე.წ. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება. საგანგებო მდგომარეობისა და მსოფლიო ...