Home » მთავარი » მამა ამბობს, რომ კომპიუტერის ეკრანზე მის შვილს ვეშაპის ფოტო აქვს დაყენებული

მამა ამბობს, რომ კომპიუტერის ეკრანზე მის შვილს ვეშაპის ფოტო აქვს დაყენებული

ქობულეთში, სოფელ დაგვაში მე-12 კლასელს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

მამის თქმით, ის შვილის გაუჩინარებას თამაშს „ლურჯს ვეშაპს“ უკავშირებს და ამბობს, რომ კომპიუტერის ეკრანზე მის შვილს ვეშაპის ფოტო აქვს დაყენებული.

„სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა, სკოლაში არ მისულა, სოფელ ბობოყვათში სწავლობდა. ქობულეთის ცენტრში ჩასულა, ტელეფონი გამორთულო აქვს. საღამოს მივმართე პოლიციას. თუ ვინმემ რამე იცის ვთხოვ დამიკავშირდეს. სახეზე ჭრილობები აქვს, დაკარგვამდე 4 დღით ადრე წაიქცა და სახე დაიზინა“, – განაცხადა გოგი დოლიძის მამამ ზორბეგ დოლიძემ.

წყარო: imedinews.ge

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს

ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, – ...