Home » მთავარი » მივეჩვიეთ მოვირგოთ გაოცების ნიღაბი და ერთმანეთს ვკითხოთ:– რა გვჭირს?!.

მივეჩვიეთ მოვირგოთ გაოცების ნიღაბი და ერთმანეთს ვკითხოთ:– რა გვჭირს?!.

მაია ვარდიაშვილი

მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის იურიდიუული სამსახურის ხელმძღვანელი

პიროვნული პრობლემა თუ ერის სატკივარი?

ქართველებს აღარაფერი გვიკვირს ამ ქვეყანაზე, არც კარგი და აღარც ცუდი. კარგი ჩვენს გარშემო აღარაფერი ხდება და ცუდი იმდენად მომრავლდა, რომ შევეჩვიეთ კიდეც. ისიც ვისწავლეთ ჩვენს თავზე დატრიალებული საშინელებების ქარ-ცეცხლში, როგორ მოვირგოთ გაოცების ნიღაბი და ერთმანეთს ვკითხოთ:– რა გვჭირს? რა ხდება ჩვენს თავს? საიდან დაგროვდა ადამიანებში ამხელა აგრესიაო?

ამ კითხვაზე პასუხს არავინ გვცემს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ პასუხი ერთია – ჩვენ ვთესავთ ამ აგრესიასა და ისიც ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება!

საზოგადოება ერთხმად შეშფოთებულია არასრულწლოვანთა აგრესიით. ერთი კვირის მანძილზე მკვლელობის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, ქვეყანა ბავშვების ხელით გამეტებული ბავშვების გვამებს დავტირით!

და მაიც რა გვჭირს? ყველამ ვიცით –  ტაშკენტის ქუჩაზე 12–13 წლის მოზარდები ტეხავენ სავაჭრო ობიექტებს და თურმე პოლიცია უძლურია, ბერკეტი არ გააჩნია,კანონი არ აძლევს უფლებას აღკვეთოს აღნიშნული დანაშაული. სოციალურ–პოლიტიკური განვითარების ხელმძღვანელი ნინო ჩარკვიანი გამოთქვავს მოსაზრებას, რომ “ამ მოზარების უკან დგას სერიოზული დანაშაულებრივი ძალა, ნამვილად ღირს ეს დაფიქრებად და იმედია კანონში რეგულაციებიც შევა”–ო. დაფიქრება კი არა, სანამ დროა განგაშის ზარები დავაქუხოთ! ჩემთვის ცნობილია რა შედეგების წინაშე დადგა ჩვენი მეზობელი სახელმწიფო – თურქეთი, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანთა მიმართ კანონი “გალოიალურდა” ათი წლის წინ, იმატა 12–13 წლის ბავშვების მიერ მკვლელობათა რიცხვმა. ეს პროცესები იმართებოდა დანაშაულებრივი ძალების მიერ გარკვეული თანხების საფასურად. არასრულწლოვანებს კი დაუსჯელობის სინრომი ადვილად აღებინება ხელში იარაღს. უფალი გვფარავდეს მსგავსი ფაქტისაგან, მაგრამ თბილისის 1 და 53 –ე სკოლებში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, დღევანელი კანონის იმედად ყოფნა ჩვენი შვილების გაწირვის ტოლფასია. საკანონმებლო ორგანო კი ვალდებულია შეისმინოს ხმა ერისა და მოიცალოს ლოიალური კანონის რეგულაციისათვის.

გადავხედოთ საქართველოს უახლეს ისტორიას, ვთესდით ბოროტებას და ვიმკით ბოროტებას. კარგს რას ველოდებით, როდესაც ჩვენს შვილებს ნათლად დავანახეთ უნიჭო სცენარით დადგმული პოლიტიკური სპექტაკლი, რომლის მთავარმა გმირმაც წლების მანძილზე ქართველთა სისხლი ანთხია საკუთარ სამშობლოში.

ჩვენ ვართ ერი, რომელიც პირაფჩენილი შევყურებთ ლიბერალიზმის აღლუმს, უმტკივნეულოდ წავართვით ჩვენ შვილებს ღირებულებები, აღარ გვაქვს ეროვნება, გვართმევენ რწმენას, ადამიანის არსებობის დასაბამიდან უფალი საზღვრავდა სქესს ჩანასახში. დღეს კი იმ საშიშროების წინაშე ვდგევართ, რომ მალე ჩვენს შვილებს საბავშვო ბაღში ასწავლიან ზღაპრებს, რომელთა პერსონაჟებს სქესი არ ექნებათ იმიტომ, რომ შემდეგ სკოლებში ასწავლონ, რომ სქესის შეცვლა ქირურგიული ჩარევით მხოლო შესაძლებელი კი არა, საქებარიცაა. ნეტავ ადამი თუ გაჰყვებოა სამოთხიან დედამიწაზე გაძევებულ ევას, რომ სცოდნოდა ევას სქესის შცვლის სურვილი გაუჩნდებოდა ოესმე. თავს შემოგვახვიეს იუვენალური იუსტიცია, რითაც დააკნინეს მშობლის როლი ბავშვის შეგნებაში. დაფიქრებულა კი ვინმე იმაზე, რომ თუ არასრულწლოვანი საკუთარ მშობელზე იტყვის უარს, მისთვის არც სოც. სამსახურის მუშაკი გახდება ავტორიტეტი, მისაბაძი, ახლობელი და საყვარელი ადამიანი. მათ მიმართ კანონის ლოიალურობა დაუსჯელობის სინდრომს ამძაფრებს და რაღატომ გვიკვირს ჩვენს თავზე დატრიალებული უბეურება?! ჩვენს შვილებს ხომ ჩვენვე წავართვით ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვია. ჩვენ დავუნგრიეთ ნავსაყუდელი და ახლა გამოსავალს ვეძებთ.

არსებობს კი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან? – ჯერ კიდევ არსებობს და სანამ გვიანი არ არის, გამოვნახოთ გზა. ვიზრუნოთ კანონის რეგულაციაზე, ვასწავლოთ სამშობლოს, მშობლის,მოყვასის სიყვარული, ადამიანების პატივისცემა, დავუბრუნოთ ადამიანური ღირებულებები, უქონელს ხომ არაფრის დაკარგვის შიში არ ააქვს, ჩვენი შვილები კი დღეს სულიერად უქონელნი არიან!..

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...