Home » ეს საინტერესოა » ეს უკვე ფანტასტიკა აღარ არის – სანამდე მივიდა მეცნიერება…

ეს უკვე ფანტასტიკა აღარ არის – სანამდე მივიდა მეცნიერება…

ზურაბ ხვიჩია

დღეს ეს უკვე ნამდვილად აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ის ადამიანები რომლებიც ვერ ახერხებენ საუბარს, ვერ ახერხებენ კიდურების  დამოუკიდებლად გამოყენებას და სხვადასხვე ფიზიკური ტრამვის გამო ითვლებიან ინვალიდებათ შეძლებენ  სამეცნიერო ტექნოლოგიების დახმარებით გაიუმჯობესონ ცხოვრება.

კონკრეტულად კი საკითხი ეხება ტვინის აქტივობის მიხედვით ხელოვნური კიდურების ამოძრავებას,  რომელიც იმოძრავებს აზრის მიხედვთ. ეს არის მოწყობილობები რომელიც   ალგორითმისგან მოქმედებს ტვინის აქტივობაზე.

ქალი, რომელმაც დალია ყავა”

2012 წელს  ქეითი  ჰითჩენსონი გახდა ცნობილი , როგორც პირველი უნარშეზღუდული ქალი , რომელმაც დალია ყავა რობოტი ხელის დახმარებით აქ აღსანიშნავი ისაა რომ ქეითი რობოტს აზრებით მართავდა.

ჰითჩენსონმა 1996 წელს მიიღო ინსულტი რის შემდეგაც დარჩა პარალიზებული, მან მიიღო მონაწილეობა ამ კლინიკურ ექსპერიმენტში და გამოიყენა “ტვინის მანქანა ინტერფეისი”, რათა მისი აზრები ამოქმედებულიყო.

ქეითმა ყავის დასალევად უბრალოდ წარმოიდგინა , რომ რობოტის ხელი იყო მისი მარჯვენა მკლავი და შეძლო თავისი აზრის რეალობაში გადმოტანა.

ტვინის მანქანების ინტერფეისი წარმოადგენს რეალურ მოწყობილობას იგი  შედგება პატარა ჩამწერი აპარატების ან მიკროელექტროდებისგან, იგი არის ტვინში ქირურგიულად იმპლანტირებული ისინი თარგმნიან ტვინის ელექტრულ აქტივობას კომპიუტერული ალგორითმების მეშვეობით და ასე ახერხებენ  “მოძრაობაში აზრების გადმოტანას.

სამი წლის შემდეგ ქეითის მსგავსად ექსპერიმენტი წარმატებით ჩააბარა რიკ სორტო  , რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაუშავდა  ხერხეხემალი და დარჩა პარალიზებული. აღსანიშნავი ისაა , რომ ამ შემთხვევაში შეუფერხებლად მოხდა მოქმედება.

როგორც რიჩარდ ანდერსენის კლინიკურ კვლევაში მონაწილეს  სტოტოს ჰქონდა მიკროელექტროდები იმპლანტირებული ტვინის რეგიონში, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობის დაგეგმვაზე, უკანა პარიტეტული ქერქში.

ეს  კვლევები ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარდა.

2017 წლის ივლისში, DARPA- მ 65 მილიონ დოლარს ჩადო  ხუთ კვლევით ორგანიზაციას და ერთი კომპანიაში , რომელებიც ხელს შეუწყობდა იმპლანტირებადი ჩანაწერის სისტემის განვითარებას.

ექსპერიმენტებმა აჩვენეს რომ, მომავალში მსგავსი ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელი იქნება პარალიზებული და მოკვეთილი კიდურების ჩანაცვლება ისეთი პროთეზებით რომელიც მართული იქნება ჩვენი გონებისა და აზრების დახმარებით , რაც ადამიანებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...