Home » მთავარი » „ნუ ეძახით სააკაშვილს მოფერებით მესამე პრეზიდენტს, ის საქართველოსთვის ყოფილია!“

„ნუ ეძახით სააკაშვილს მოფერებით მესამე პრეზიდენტს, ის საქართველოსთვის ყოფილია!“

სოსო შატბერაშვილი

„მემარცხენე ალიანსი“

-ნუ ეძახით სააკაშვილს მესამე პრეზიდენტს, ამას “რუსთავი 2” მოფერებით აკეთებს იმ მიზნით, ვითომ ის ისევ პრეზიდენტია, სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი!

„ოცნების“ დანაშაულია ის, რომ არ გამოიძია დარღვევები, თუნდაც „იბერიის“ დარბევა“ და სხვა მრავალი საქმე! სააკაშვილის დროს არაერთი მედია საშუალება დაირურა, ტელეკომპანიები დაარბიეს, შენობები გაყიდეს. ახალი ხელისუფლება მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და თითიც კი არ გაანძრია კრიმინალის დასასჯელად.

სააკაშვილმა უამრავი კომპანია, მათ შორის 32 უაღრესად სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთს და ისმის კითხვა-რატომ არ გადასცა ამერიკას?

დღეს ისეთი პერიოდი დაგვიდგა, სირცხვილი აღარაფერი აღარ არის!

როგორ განვითარდება მოვლენები? თუ უკრაინაში სააკაშვილის მომხრეებმა გაიმარჯვეს, რომლებიც საკმაოდ ცოტანი არიან, მაშინ უკრაინა დაიშლება და როგორც სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას, რაც ძალიან არ მომწონს.

Facebook Comments
x

Check Also

სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ...